ბულგარული წიწაკა ყველითა და ბეკონით
6 ცალი ბულგარული წიწაკა
მომზადების წესი
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 200 C-ზე. საცხობ ლანგარს მოასხით საცხობი სპრეი.
პატარა თასში მიქსერით ათქვიფეთ კრემ-ყველი, მწვანე ხახვი, დაფშვნილი ბეკონი, ნივრის ფხვნილი, ჩედარი და ვორჩესტერის სოუსი.
ბულგარული წიწაკები შუაზე გაჭერით და თესლი მოაშორეთ. თითოეული ნახევარი მიღებული ნაზავით ამოავსეთ. მოათავსეთ წინასწარ გამზადებულ საცხობ ლანგარზე და მოაყარეთ ცოტაოდენი გახეხილი ყველი. აცხვეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 10-12 წუთით, კრემ-ყველის გადნობამდე და წიწაკის დარბილებამდე.
მირთმევამდე ცოტათი გააგრილეთ. მოაყარეთ დაჭრილი ქინძი. გემრიელად მიირთვით.
წყარო: კულინარია
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს