სამარხვო მაფინები ნიგვზით
რეცეპტის ინგრედიენტები
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1.წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 190 C-ზე. ბანანი გაფრცქვენით, თასში მოათავსეთ და დაჭყლიტეთ. დაუმატეთ ზეთი, ვანილი, შაქარი და კარგად აურიეთ.
2.სხვა თასში აურიეთ ფქვილი, საცხობი სოდა და გამაფხვიერებელი.
3.ფქვილის ნაზავში გააკეთეთ ჩაღრმავება და ბანანის ნაზავი ჩაასხით.
4.მსუბუქად აურიეთ, არ ათქვიფოთ. ცომს დაჭრილი ნიგვზის ნახევარი შეურიეთ. დანარჩენი ნახევარი თავზე მოსაყრელად გადაინახეთ.
5.მაფინის საცხობ ფორმებში ცომი კოვზით ისე გადაიტანეთ, რომ ფორმის ¾ ნაწილი ამოივსოს. ცხობისას მაფინი აუცილებლად ამოვა, ამიტომაც ფორმა ბოლომდე არ ამოავსოთ. მოაყარეთ დარჩენილი ნიგოზი.
6.აცხვეთ 30 წუთით, ან სანამ ცენტრში მოთავსებულ კბილის ჩხირს სუფთას არ ამოიღებთ. მაფინები თავზე უნდა გადაიბრაწოს. გემრიელად მიირთვით!
kulinaria.ge
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო