კომბოსტო ასეთი გემრიელი არასოდეს ყოფილა - უმარტივესი და უგემრიელესი კერძი
როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი კერძი კომბოსტოსგან მთელი ოჯახისთვის
ინგრედიენტები:
კომბოსტო - 0.25 ც
ხახვი - 1 ც
ტომატპასტა - 2 ჩკ
სოიოს სოუსი - 1 სკ
ქინძი - 0.5 კონა
კამა - 0.5 კონა
ნიორი - 1 კბილი
ჯანჯაფილი - 0.5 ჩკ
ზეთი
წიწაკა
მარილი
სეზამის მარცვლები
მომზადების წესი:
კომბოსტო თხლად დავჭრათ, ხახვი - ალყა-ალყა. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და ბოსტნეული საშუალო ცეცხლზე მოვშუშოთ ჯანჯაფილსა და ნიორთან ერთად, სანამ კომბოსტო გამჭვირვალე გახდება. შუშვისას მოვასხათ სოიოს სოუსი და მოვაყაროთ წიწაკა. შემდეგ დავუმატოთ პამიდვრის პიურე ან ცოტა წყალში გახსნილი ტომატპასტა, როცა ადუღდება, მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი, მარილი და გადმოვიღოთ თეფშზე. კერძი გავაფორმოთ სეზამის მარცვლებით.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო