ხახვის ორიგინალური სალათა
როგორ მოვამზადოთ გემრიელი სალათი, თუ სახლში მხოლოდ ხახვი და ორიოდ კვერცხია? ძალიან მარტივად.
გთავაზობთ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც გამოდის წვნიანი და გემრიელი სალათი ”ჩიპოლინო,” ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან. კერძი მზადდება სწრაფად, ხოლო საჭირო პროდუქტები ყველა მაცივარში მოიძიება.
ვიტამინებით სავსე ორიგინალური კერძი ყველას მოეწონება. ძალიან გემრიელი გმოდის, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ინგრედიენტი ხახვია. მისი დამახასიათებელი სუნი და ზედმეტი გემო სალათში არ იგრძნობა.
სალათის შენელება შეგიძლიათ ნებისმიერი სოუსით – მაიონეზით, არაჟნით, იოგურტით, მდოგვით ან მხოლოდ ჩვეულებრივი ზეთით. შეგიძლიათ დაამატოთ ასევ ნებისმიერი ინგრედიენტი – მწვანილი, პომიდორი, კიტრი, ბარდა, მოხარშული ფილე…
ინგრედიენტები :
სამი ან ოთხი მსხვილი ხახვი
სამი კვერცხი
ერთი ჭიქა თბილი წყალი
ერთი ს. კ. შაქარი
ერთი ჩ. კ. მარილი
ერთი ს. კ. ძმარი ან ნახევარი ჩ. კ. ლიმონის მჟავა
ორი ს. კ. მაიონეზი ან არაჟანი
მომზადება :
1. კვერცხი მოხარშე მაგრად და გაათავისუფლე ნაჭუჭისგან. დაჭერი მსხვილ კუბებად.
2. ხახვი გაფცქვენი და დაჭერი თხელ ნახევარრგოლებად. დაასხი მდუღარე წყალი და გააჩერე 10 წუთით. შემდეგ გადაწურე დურშლაგზე ზედმეტი წყლის მოსაშორებლად.
3. ერთ ჭიქა წყალს დაამატე მარილი, შაქარი და ძმარი. აურიე და ეს მარინადი დაასხი ხახვს. გააჩერე 15-20 წუთი.
4. ამ დროის გასვლის შემდეგ მარინადი გადაწურე, ხახვი კი მსუბუქად გაწურე ხელით.
5. დამარინადებული ხახვი შეურიე დაჭრილ კვერცხს და მაიონეზს. დაამატე სასურველი საკმაზი, აურიე და გემრიელად მიირთვი!
სიახლეები
- ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა
- “ასეთ რა ჰონორარებს იღებს მისი ოჯახი; ასეთი ჩარიცხვები ხშირად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ე.წ. მშვიდობიან დამხობებს” - კახიანი ელენე ხოშტარიაზე
- “შემიძლია, პაატა ბურჭულაძეს სანაძლეო დავუდო – 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ხელისუფლება ბურჭულაძეს თუ არ გადაეცა, მაშინ მან „ღვინოვ კახურო“ იმღეროს” - გურამ მაჭარაშვილი
- “2012 წლის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, დაახლოებით, 39 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, ამ მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 25 მლნ ლარიდან 240 მლნ ლარამდეა გაზრდილი” - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში ნარკოტესტზე გადაყვანილმა მოქალაქეებმა ექიმები და პოლიციელები სცემეს