შოკოლადისა და ბანანის ჰაეროვანი სუფლე
ცივი დესერტი „ნაყინის მაგიერ“ - შოკოლადისა და ბანანის ჰაეროვანი სუფლე
ინგრედიენტები :
თაფლი, ნეკერჩხლის ან აგავის სიროფი ან სხვა ნებისმიერი დამატკბობელი - 2.00 სკ
წყალი - 40.00 მლ
ჟელატინი - 10.00 გ
კაკაო
ბანანი - 1.00 ც
რძე - 2.5% - 300.00 მლ
მომზადების წესი :
ჟელატინი წყალში დაალბეთ,10-15 წთ გააჩერეთ.
ბანანი დაჭერით,დაუმატეთ კაკაო, რძე და დამატკბობელი. კარგად დააბლენდერეთ. ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, დაუმატეთ გამდნარი ჟელატინი (ჟელატინის გადნობა მიკროტალღურ ღუმელში ან ორთქლის აბაზანაზე შეგიძლიათ).
გადაანაწილეთ სითხე ჭიქებში და შედგით მაცივარში 3-4 საათით.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო