მაკარონის სალათა ბოსტნეულით
ფერადი მაკარონის სალათის რეცეპტი, რომლის მთავარი ინგრედიენტი იტალიური სალათის საკმაზია.
ინგრედიენტები:
450 გრამი სამფერიანი მაკარონი
1⁄2 ჭიქა დაჭრილი სტაფილო
2 ცალი დაჭრილი ნიახურის ღერო
1⁄2 ჭიქა მწვანე ბულგარული
1⁄2 ჭიქა წითელი ბულგარული
1⁄2 ჭიქა ყვითელი ბულგარული
550 გრამი პატარა პომიდორი
1⁄2 ჭიქა დაჭრილი მწვანე ხახვი
450 გრამი იტალიური სალათის სუნელი
1⁄2 ჭიქა გახეხილი პარმეზანი
მომზადების წესი:
დიდ ქვაბში მოხარშეთ მაკარონი. გაავლეთ ცივი წყლის ქვეშ და გადაწურეთ.
დიდ თასში აურიეთ დაჭრილი სტაფილო, ნიახური, წიწაკები, შუაზე გაჭრილი პომიდორი და მწვანე ხახვი. დაუმატეთ გაგრილებული მაკარონი და კარგად აურიეთ. მოასხით იტალიური სალათის სუნელი და მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი. კარგად ამოურიეთ და მირთმევამდე გააგრილეთ.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო