CNN-მა ხარჩო მსოფლიოს 20 საუკეთესო წვნიანს შორის დაასახელა
დღესდღეობით წვნიანი ჩვენთვის ძველმოდურ საჭმელთან ასოცირდება. ამის საწინააღმდეგო მოსაზრებას გვთავაზობს „soup: A Global History”- ის ავტორი - ჯანეტ კლარკსონი, რომლის აზრითაც, წვნიანი ერთ-ერთი უძველესი და საყოველთაოდ ცნობილი კერძია.
ყოველ კულტურას საკუთარი, ყველასგან განსხვავებული წვნიანის სახეობა აქვს. სუპს ამზადებენ როგორც კერძს და ასევე, რაიმე დაავადების სამკურნალო მიზნითაც.
„საკვებისა და წამლების გამიჯნვა“- ეს არ არის ის, რასაც ჩვენი წინაპრები ფიქრობდნენ, მე მიმაჩნია, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ისტორიულად, ზოგიერთ წვნიანს მიირთმევდნენ ორგანიზმის გასაძლიერებლად და ცნოებიერების აღსადგენად,“ - ამბობს ჯანეტ კლარკსონი.
CNN-ის მიერ ნომინირებულ, მსოფლიოს 20 საუკეთესო წვნიანს შორის, ქათული სუპ-ხარჩოც მოხვდა.
მასთან ერთად ადგილს სხვადასხვა ქვეყნის ნაციონალური კერძები იკავებს:
• ნიგერიის წვნიანი - ბანგა;
• უკრაინული-ბორშჩი;
• პორტუგალიური - კალდო ვერდე;
• ესპანური-გასპაჩო;
• ამერიკული-გამბო და სხვები.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"