ბრინჯის უგემრიელესი სალათა
ეს სალათი ძალიან მსუბუქია,ლამაზი და თქვენს ფორმებსაც უფრთხილდება
ინგრედიენტები:
ლიმონის წვენი - 1ს|კ
დაფქვილი შავი წიწაკა - გემოვნებით
მარილი - გემოვნებით
კამა - 1შეკვრა
მწვანე ხახვი - 1შეკვრა
მდოგვი - 1ს|კ
მაიონეზი - 250გრ
თინუსი საკუთარ წვენში, დაკონსერვებული - 1ქილა
ბარდა, დაკონსერვებული - 1ქილა
კვერცხი, მოხარშული - 6ც
ბრინჯი - 250გრ
მომზადების წესები:
ადუღებულ წყალში ჩავყაროთ წინასწარ გარეცხილი ბრინჯი და ვხარშოთ 20წთ დაბალ ცეცხლზე. გადავიღოთ თუშფალანგზე და გავწუროთ. გადავიტანოთ სასალათე ჯამში და დავუმატოთ მოხარშული, წვრილად დაჭრილი კვერცხი, გაწურული თინუსის კონსერვი (შეგიძლიათ კრაბის ჩხირებიც), გაწურული დაკონსერვებული ბარდა, დაჭრილი მწვანე ხახვი და კამა, წინასწარ ერთმანეთში არეული მაიონეზი და მდოგვი, ლიმონის წვენი, შავი წიწაკა და მარილი გემოვნებით.
შეინახეთ მაცივარში 1 საათი და გემრიელად მიირთვით.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"