ბანანის მაფინები ნიგვზით
რეცეპტის ინგრედიენტები:
2 ცალი ბანანი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1. წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 190 C-ზე. ბანანი გაფრცქვენით, თასში მოათავსეთ და დაჭყლიტეთ. დაუმატეთ ზეთი, ვანილი, შაქარი და კარგად აურიეთ.
2. სხვა თასში აურიეთ ფქვილი, საცხობი სოდა და გამაფხვიერებელი.
3. ფქვილის ნაზავში გააკეთეთ ჩაღრმავება და ბანანის ნაზავი ჩაასხით.
4. მსუბუქად აურიეთ, არ ათქვიფოთ. ცომს დაჭრილი ნიგვზის ნახევარი შეურიეთ. დანარჩენი ნახევარი თავზე მოსაყრელად გადაინახეთ.
5. მაფინის საცხობ ფორმებში ცომი კოვზით ისე გადაიტანეთ, რომ ფორმის ¾ ნაწილი ამოივსოს. ცხობისას მაფინი აუცილებლად ამოვა, ამიტომაც ფორმა ბოლომდე არ ამოავსოთ. მოაყარეთ დარჩენილი ნიგოზი.
6. აცხვეთ 30 წუთით, ან სანამ ცენტრში მოთავსებულ კბილის ჩხირს სუფთას არ ამოიღებთ. მაფინები თავზე უნდა გადაიბრაწოს. გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- "ვეთანხმებით პრეზიდენტ ტრამპს, რომ რუსეთის „დიდი რვიანის“ ფორმატიდან გარიცხვა შეცდომა იყო“ - დიმიტრი პესკოვი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 ივნისისთვის
- "მნიშვნელოვანია, ყველა სახელმწიფო ჩაუფიქრდეს, რა გააკეთოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის, ჩვენ შევძელით მშვიდობის შენარჩუნება" - შალვა პაპუაშვილი
- სანტექ.სერვისის ახალი ფილიალი ზუგდიდში
- 15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი