რით განსხვავდებიან წარმატებული ადამიანები წარუმატებლებისგან?
1. წარმატებულ ადამიანებს უყვართ ცვლილებები. წარუმატებელ ადამიანებს ეშინიათ მათი. ცვლილებების სიყვარული ერთ-ერთი ურთულესია ადამიანის შესაძლებლობებს შორის. მაშინ, როცა მსოფლიო წინ მიიწევს სწრაფი ტემპით და ტექნოლოგიებიც ვითარდება, მნიშვნელოვანია შეგეძლოს ცვლილებებთან შეგუება და არა გეშინოდეს მათი, უარყოფდე ან ემალებოდე ცვლილებებს. წარმატებული ადამიანები ახერხებენ ამის გაკეთებას.
2. წარმატებული ადამიანები საუბრობენ იდეებზე. წარუმატებელი ადამიანები – სხვებზე. სხვა ადამიანებზე ჭორაობის ნაცვლად, რასაც საბოლოოდ არსად მიყავხარ, წარმატებული ადამიანები განიხილავენ იდეებს. იდეების სხვებისთვის გაზიარება მათ კიდევ უფრო უკეთესს ხდის.
3. წარმატებული ადამიანები საკუთარი მარცხისთვის თავად იღებენ პასუხისმგებლობას. წარუმატებელი ადამიანები სხვებს აბრალებენ. ნამდვილად წარმატებულ ლიდერებს და ბიზნესმენებს ცხოვრებაში და კარიერაში ბევრი აღმასვლა და მარცხი განუცდიათ. მაგრამ მათ ყოველთვის საკუთარი თავი ცნეს პასუხისმგებლად მარცხისთვის. სხვებისთვის რაიმეს გადაბრალება უსარგებლოა სტრატეგიაა და არასდროს არის კარგი შედეგების მომტანი.
4. წარმატებული ადამიანები ყოველთვის აღიარებენ სხვების წვლილს თავიანთ გამარჯვებაში. წარუმატებელი ადამიანები ყოველთვის იბრალებენ სხვების ნამუშევარს. მისცე ადამიანებს საშუალება, რომ მიიღონ აღიარება გაწეული შრომისთვის, ზრდის მათ მოტივაციას უფრო კარგად იმუშაონ, და შესაბამისად მსგავსი საქციელით თქვენც უფრო ეფექტური ლიდერი და გუნდის წევრი ხდებით.
5. წარმატებულ ადამიანებს უნდათ რომ სხვებმაც მიაღწიონ წარმატებას. წარუმატებელი ადამიანები გულში მარცხს უსურვებენ სხვებს. როცა მუშაობ ორგანიზაციაში სადაც ბევრი ადამიანია, იმისთვის რომ იყო წარმატებული, ყველანი წარმატებულები უნდა იყოთ. ამიტომაც სურთ წარმატებულ ადამიანებს იხილონ თანამშრომლების წინსვლა და წარმატება.
წყარო: kaizenist.com
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს