ემუქრება თუ არა საქართველოს საფრთხე - ასტროლოგის პროგნოზი კორონავირუსზე
კორონავირუსთან დაკავშირებით მედიკოსების მსგავსად ასტროლოგებიც დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებენ. ასტროლოგიური თვალსაზრისით, საქართველოში ეპიდემიის პიკი უკვე გადავლილია.
ასტროლოგი დავით ბუტიკაშვილი "რეზონასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კორონავირუსის ერთი ფაქტი დაფიქსირდა, ასტროლოგიური თვალსაზრისით, ეს ეპიდემიის სახეს არ მიიღებს.
"კორონავირუსის დედამიწაზე გამოჩენა მაშინ მოხდა, როცა შავი მთვარე თევზების ზოდიაქოში თავის ტრანზიტს ასრულებდა, ეს ცხრა წელიწადში ერთხელ ხდება, ცხრა წლის შემდეგ ისევ ახალი ვირუსი გამოჩნდება.
შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ჰოროსკოპში ვირუსებით და ეპიდემიებით ადამიანების დაღუპვის ალბათობა 27 იანვრამდე უფრო მეტი იყო, 27 იანვრის შემდეგ, საქართველოს ჰოროსკოპში ეს უკვე მოსალოდნელი აღარ არის.
თუმცა კორონავირუსის ერთი ფაქტი გამოჩნდა, მაგრამ ეს ეპიდემიის სახეს ნამდვილად არ მიიღებს, ვფიქრობ, რომ კორონავირუსი პანდემიის სახესაც არ მიიღებს, როგორც მაგალითად ღორის გრიპის აფეთქება იყო.
სხვათა შორის, იმ დროს , როცა ღორის გრიპი გაჩნდა, მსხვერპლი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ახლა. ასე რომ, მგონია, რომ ჩვენთან პანიკა უფრო მეტია, ვიდრე საფრთხე, შემიძლია ასტროლოგიურად ზუსტად ვთქვა, რომ საქართველოში ეპიდემია არ იქნება" - განაცხადა ასტროლოგმა გამოცემასთან საუბრისას.
მისივე თქმით, "შავი მთვარე თევზების ზოდიაქოდან გამოსულია", რაც ვირუსების გავრცელების საფრთხეს ამცირებს.
წყარო: რეზონანსი
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა