21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დიდ დროს წაგართმევთ პირადი პრობლემების მოგვარება, რომელიც თქვენი დაუდევრობის შედეგია. თქვენი მძაფრი რეაქციები ახლობლების უკმაყოფილებას გამოიწვევს. გააკონტროლეთ ემოციები, ეს ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ.
კურო
შესაძლოა, დაუფიქრებელი მოქმედებით სერიოზული საფრთხე შეუქმნათ პირად ურთიერთობებს. რაც ნაკლებად აჰყვებით ემოციებს, მით მეტი შანსი გექნებათ თავიდან აიცილოთ გამოუსწორებელი შეცდომები და სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ.
ტყუპები
სასურველია, მეტი დრო დაუთმოთ პირად ურთიერთობებს. უარი არ თქვათ წვეულებებზე. დაისვენეთ, წინ საინტერესო ამბები გელოდებათ.
კირჩხიბი
გაწუხებთ, რომ ბევრი რამ თქვენი ჩანაფიქრის მიხედვით არ ვითარდება, მაგრამ მალე აღმოაჩენთ, რომ მოულოდნელად ყველაფერი სასიკეთოდ შემობრუნდება.
ლომი
შეეცადეთ, იყოთ უფრო დიდსულოვანი ახლობლებთან, მით უმეტეს, რომ თანდათან უპირობო ლიდერი ხდებით ირგვლივ მყოფებში, გააკონტროლეთ ემოციები და თავს ნუ მოახვევთ ყველას თქვენს სურვილებსა თუ მისწრაფებებს.
ქალწული
ერიდეთ გადაღლას, გააკონტროლეთ ჯანმრთელობა. ნუ მიიღებთ სარისკო გადაწყვეტილებას და ეცადეთ, დაისვენოთ.
სასწორი
სასიკეთო დღეა, იქ სადაც სხვა დროს დიდი ძალისხმევა გჭირდებოდათ, ახლა წარმატებას მარტივად მიაღწევთ, მთავარია, ზედმეტად არ გადაიღალოთ.
მორიელი
საჭიროა, შეცვალოთ ტაქტიკა და ნაკლები ემოციები დახარჯოთ ოჯახში თუ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობისას. ეცადეთ, ყველაფერი საკუთარი ძალებით გააკეთოთ, მაგრამ, ამასთანავე, ერიდეთ ზედმეტად ფიზიკურ გადაღლილობას.
მშვილდოსანი
რაც ნაკლებად იაქტიურებთ, მით უკეთესია, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი რთული სიტუაციიდან მოახერხებთ გამოძრომას, ეცადეთ, არავის საქმეში ჩაერიოთ.
თხის რქა
თავი შეიკავეთ ზედმეტი ხარჯებისგან. გაწერეთ ბიუჯეტი. ამ ეტაპზე, ფინანსური საკითხები შესაძლოა, უფრო გართულდეს, ამიტომ, საჭიროა, იყოთ უფრო ეკონომიური და წინდახედული.
მერწყული
სასიამოვნო მოულოდნელობების და დიდი ხნის საოცნებო სურვილების ახდენის ალბათობა დიდია. თქვენი სიმშვიდითა და ტაქტით კი ნებისმიერ ადამიანთან იპოვით მისასვლელ გზას.
თევზები
ფინანსურ საკითხებში თქვენს შინაგან ხმას მოუსმინეთ და დაუგეგმავ საყიდლებს მოერიდეთ. რაც უფრო თავდაჯერებული იქნებით, მით ეფექტურად შეძლებთ მიზნების მიღწევას.
სიახლეები
- ,,კახა, ნუ ნერვიულობ, ჩვენ ხალხთან მისვლა არ გვიჭირს"- გიორგი ვაშაძე
- ,,კახა, ნუ ნერვიულობ, ჩვენ ხალხთან მისვლა არ გვიჭირს"- გიორგი ვაშაძე
- „დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს“- მიხეილ სარჯველაძე
- „ოპოზიციის ალიანსში“ შემავალი 8 პარტია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება, ალიანსის პრინციპებს ეწინააღმდეგება
- ,,ახლა ბლაჟევიჩი ატრენინგებს ოპოზიციის წარმომადგენლებს, იმისთვის, რომ ქვეყანაში მორიგი რევოლუცია დაგეგმონ"- ლევან მაჭავარიანი