16-22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი: თევზები კრიზისს ასრულებენ, კუროები კი წესრიგს ამყარებენ
თითოეული ახალი დღე შანსია, რაღაც შევცვალოთ - დავიწყოთ ახალი ვარცხნილობით ან უბრალოდ უარი ვთქვათ იმაზე, რაც გვამძიმებს. 16-დან 22 თებერვლამდე პერიოდი სწორედ ასეთი გარდამტეხი იქნება
♈ ვერძი
თქვენ ახალ გზაზე გადიხართ. შესაძლოა შეიცვალოს თქვენი იმიჯი, დღის რიტმი და პრიორიტეტები. პასუხისმგებლობა მოიმატებს, თუმცა ამასთან ერთად მოვა აღიარებაც. ახლა სიტყვებზე მეტად თქვენს საქმეებს აფასებენ. იყავით ყურადღებით ჯანმრთელობის მიმართ და მოერიდეთ ზედმეტ რისკს.
♉ კურო
ამ კვირაში სამყარო სივრცის გათავისუფლებისკენ გიბიძგებთ - როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად. იდეალური დროა სახლში რევოლუციის მოსაწყობად: გადაყარეთ ძველი ნივთები, დაემშვიდობეთ მოძველებულ ჩვევებსა და ტოქსიკურ ვალდებულებებს. ეს სიმსუბუქის კვირაა!
♊ ტყუპები
თქვენს სამეგობრო წრესა და კოლექტივს ახალი თვალით შეხედავთ. ზოგიერთი კონტაქტი მნიშვნელობას დაკარგავს, ზოგი კი პირიქით - უფრო გაღრმავდება. დაფიქრდით, ვისთან ერთად გსურთ მომავლის შენება. საერთო მიზნები ახლა უფრო მეტ კმაყოფილებას მოგიტანთ, ვიდრე მარტო მუშაობა.
♋ კირჩხიბი
დროა საკუთარი მიღწევებით იამაყოთ. კვირა თქვენს წარმატებებს - სწავლაში, კარიერაში თუ ოჯახში - განსაკუთრებულად გაანათებს. ეს არის იშვიათი მომენტი საკუთარ თავთან გულწრფელობისთვის: გააკეთეთ აქცენტი იმაზე, რაც რეალურ შედეგს გაძლევთ და ნუ დახარჯავთ ენერგიას უპერსპექტივო საქმეებზე.
♌ ლომი
ცოდნის მიღების და თვალსაწიერის გაფართოების დროა. შესაძლოა დაინტერესდეთ ახალი კურსებით ან სულაც სერიოზული მოგზაურობა დაგეგმოთ. თუმცა ნებისმიერი აქტივობა ახლა არა მხოლოდ გართობა, არამედ მნიშვნელოვანი ნაბიჯია თქვენი დიდი მიზნისკენ.
♍ ქალწული
ფინანსური საკითხები წინა პლანზე გამოდის. ის საქმეები, რომლებსაც თვეების განმავლობაში აჭიანურებდით (ვალები, დოკუმენტები, ქონებრივი საკითხები), ახლა ყურადღებას ითხოვს. საოცარი ის არის, რომ ამ დეტალებში ქექვა და წესრიგის დამყარება დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.
♎ სასწორი
ურთიერთობები თქვენი მთავარი ინდიკატორი გახდება. თუ კავშირი მყარია - ის კიდევ უფრო გაძლიერდება, თუ მერყევი - შესაძლოა გაწყდეს კიდეც. იყავით გულწრფელი პარტნიორთან და საკუთარ თავთან. პარალელურად, გაგიჩნდებათ ახალი პირადი ამბიციები, რომლებიც მოქმედებისკენ გიბიძგებთ.
♏ მორიელი
სამუშაო განწყობაზე ხართ და გსურთ იყოთ მაქსიმალურად ეფექტური. თუმცა, ვარსკვლავები გაფრთხილებენ: ნუ გადატვირთავთ თავს. მოექეცით საკუთარ სხეულს, როგორც ძვირფას ინსტრუმენტს, რომელსაც ზრუნვა სჭირდება. სწორი გადანაწილებით, მთების გადადგმას შეძლებთ.
♐ მშვილდოსანი
ფოკუსში შემოქმედება, შვილები და პირადი პროექტებია. იმასაც კი, რასაც ადრე მსუბუქად უყურებდით, ახლა სერიოზულობით მიუდგებით. კვირა გიბიძგებთ გულწრფელი საუბრისკენ საკუთარ სურვილებთან - რა გინდათ სინამდვილეში?
♑ თხის რქა
სახლი და ოჯახი თქვენი მთავარი ციხესიმაგრე ხდება. გსურთ გაამაგროთ საძირკველი - იქნება ეს რემონტი, ოჯახური საკითხების მოგვარება თუ სამომავლო გეგმები. სტაბილურობისა და სიმშვიდის განცდა ახლა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
♒ მერწყული
ყოველდღიური რეალობის აღქმა გეცვლებათ. შესაძლოა გაგიჩნდეთ გარემოს ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლის სურვილიც კი. ცოტა ხნით გვერდიდან დაკვირვება და სიმშვიდეში ყოფნა დაგეხმარებათ, რომ რეალობასა და მოლოდინებს შორის ბალანსი იპოვოთ.
♓ თევზები
გრძნობთ, რომ მხრებიდან უზარმაზარი ლოდი მოგეხსნათ. ჩნდება ენერგია, ოპტიმიზმი და გეგმების დასახვის სურვილი. კრიზისი დასრულდა! ახლა კარგი დროა ფინანსური მდგრადობისა და საკუთარი თავის რწმენის გასამყარებლად.
სიახლეები
- რატომ უნდა ვჭამოთ წიწიბურა ყოველდღე? - რას წერს არუნ ხათრი
- "რუსული იერიშების გამო კიევი კატასტროფის ზღვარზეა, კვლავ ღიად რჩება ჩვენი მომავლის საკითხი, გადავრჩებით თუ არა დამოუკიდებელ ქვეყნად" - ვიტალი კლიჩკო
- "როგორც მოსალოდნელი იყო, დებატები ძალას იკრებს, სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა, საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი"
- "გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ უფალი ვიხილოთ" - მეუფე შიო
- "ჩერნობილი" კავკასიაში - რუსების კიდევ ერთი დამცირება: ამერიკელები პუტინს სომხეთის ენერგეტიკიდან აძევებენ