12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ნუ დაუთმობთ ზედმეტ დროს წვრილმან საქმეებს, თქვენი ძალა და ენერგია მნიშვნელოვანი საქმეებისკენ მიმართეთ. იყავით მეტად დაკვირვებული.
კურო
მომაბეზრებელი და ერთფეროვანი ყოველდღიურობა გიბიძგებთ ცვლილებებისკენ, რომელიც შესაძლოა, შეეხოს ახლობელ ადამიანებს და კოლეგებთან ურთიერთობის საკითხებს.
ტყუპები
შესანიშნავი ფინანსური პერსპექტივები დიდი ენერგიით აგავსებთ და დაგავიწყებთ დაღლასა და უხასიათობას.
კირჩხიბი
თქვენთვის მნიშვნელოვანი შედეგები შესაძლოა, სწორედ ამ დღემ მოიტანოს, ამიტომ, მეტი თავდაჯერებულობა გმართებთ, იაქტიურეთ!
ლომი
კარგი დღეა თანამოაზრეებისა და პარტნიორების მოსაზიდად. სწორად და რაციონალურად გადაანაწილეთ დრო, ნუ დააგვიანებთ შეხვედრებზე, ახლა ეს მნიშვნელოვანია.
ქალწული
მეტად გამოხატეთ ემოციები, გულწრფელობა და გულუხვობა თქვენი მხრიდან შესაძლოა, მოულოდნელი წარმატებების მიზეზი გახდეს.
სასწორი
ნუ შეგაშინებთ უამრავი საქმე და ქაოსი, იყავით ობიექტური საკუთარი თავისა და შესაძლებლობების მიმართ, მთავარია, არ იტვირთოთ საკუთარ თავზე ძალიან ბევრი.
მორიელი
აქტიურდება თქვენი გამომგონებლური ნიჭი, გაქვთ ენერგიაც და განწყობაც. ამ დღეს მოსული იდეები პირდაპირ იმოქმედებს თქვენს შემოსავლებზე.
მშვილდოსანი
ნუ დაკარგავთ ენთუზიაზმსა და შემართებას, ნებისმიერ საქმეში წარმატებას მიაღწევთ.
თხის რქა
წარმატების მისაღწევად, საჭიროა, დააკონკრეტოთ და განსაზღვროთ თქვენი პრინციპები და პირობები პარტნიორებთან.
მერწყული
სიახლებია მოსალოდნელი სხვადასხვა სფეროში. იყავით მეტად აქტიური, ნუ ტკეპნით ერთ ადგილს, წინ ახალი ჰორიზონტებია ასათვისებელი.
თევზები
ბედი გიღიმით, ფორტუნა თქვენს მხარესაა, ირწმუნეთ საკუთარი ძალების და იმოქმედეთ!
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა