ამ გვერდის ამობედვა

რა უნდა გააკეთოს ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა ახალ წლამდე

კურო 

– მეტი ყურადღება დაუთმეთ ფინანსებს და გაწერეთ მომდევნო წლის ბიუჯეტი.

– მოამრავლეთ ოთახის მცენარეები – ისინი მეტ სიმყუდროვეს შემოიტანენ თქვენს ცხოვრებაში.

ტყუპები 

– დაგეგმეთ მეგობრებთან შეხვედრები და გააფართოეთ თქვენი სოციალური წრე.

– დაიწყეთ რაიმე სიახლის შესწავლა ან გაიჩინეთ ჰობი.

კირჩხიბი

– განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ოჯახთან დროის გატარებას და ეცადეთ, კოსმეტიკურად მაინც გაარემონტოთ და განაახლოთ სახლი.

– ჩაერთეთ ქველმოქმედებაში და მეტად იზრუნეთ ახლობლებზე.

ლომი 

– იფიქრეთ ახალ შემოქმედებით პროექტებზე ან დაკავდით ხელოვნებით.

– მეტი დრო დაუთმეთ თვითგანვითარებას და პირად ამბიციებს.

ქალწული 

– დააორგანიზეთ საკუთარი ცხოვრება, შეადგინეთ საკითხების სია და გეგმა.

– მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობის საკითხებს, მისი საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას და სულიერ სიმშვიდეზე ზრუნვას.

სასწორი 

– ყურადღება მიაქციეთ პირად ურთიერთობას – პარტნიორთან ხარისხიანად გაატარეთ დრო.

– იფიქრეთ საქმესა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის დაცვაზე.

მორიელი 

– მეტი დრო გაატარეთ განსჯაში, დაამუშავეთ საკუთარი ემოციები და მიზნები.

– დაიწყეთ მედიტაციის და თვითგანვითარების პრაქტიკუმი.

მშვილდოსანი

-შეადგინეთ სამომავლო მოგზაურობისა და აქტივობის გეგმა.

-მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე ან დაკავდით სპორტით.

თხის რქა

-ფოკუსირება მოახდინეთ კარიერულ გეგმებზე და განსაზღვრეთ თქვენი მიზნები ამ მხრივ.

-იფიქრეთ გრძელვადიან გეგმებზე და შექმენით მათი განხორციელების სტრატეგია.

მერწყული

-მეტი დრო გაატარეთ მეგობრებთან, თანამოაზრეებთან და კოლეგებთან, რათა საფუძვლიანად განიხილოთ ახალი პროექტები და სამუშაო გეგმები.

-შეძლებისდაგვარად ჩაერთეთ სოციალურ და საქველმოქმედო პროექტებში.

თევზები

-მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს. ჩაერთეთ სულიერი და მენტალური განვითარების პრაქტიკუმში ან შემოქმედებით აქტივობაში.

-შექმენით სიცხადე და წესრიგი საკუთარ ცხოვრებაში იმისათვის, რომ მზად იყოთ ახალი შესაძლებლობებისთვის.

წაკითხვა 60 ჯერ