2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დღევანდელი დღე დაგაფიქრებთ პირად საკითხებსა და მომავალ პერსპექტივებზე, სტაბილურ ცხოვრებაზე. გაეცით, რათა მიიღოთ.
კურო
იყავით დაკვირვებული და მოზომილი, რათა არ აღმოჩნდეთ დაუგეგმავ, უსიამოვნო სიტუაციებში.
ტყუპები
ისიამოვნეთ, დატკბით რეალობით. სათანადო ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას. მოიშორეთ უსარგებლო ნივთები და ადამიანები.
კირჩხიბი
ამ დღის ენერგიები მიმართეთ თქვენი პროფესიონალიზმის წარმოსაჩენად. თქვენ გაქვთ შანსი, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოთ.
ლომი
წარმატების დღეა, თქვენი ფერადი ოცნებები ფრთებს ისხამს, ახალი პერსპექტივებისკენ მიმავალი გზები იხსნება.
ქალწული
ღიმილი და მეტი ოპტიმიზმი, აი, ეს გჭირდებათ დღეს. ყველა დაბრკოლების გადალახვა შესაძლებელია, როდესაც გაქვთ საკუთარი თავის რწმენა.
სასწორი
იყავით გაბედული, გამოიჩინეთ ინიციატივა სამსახურში, განსაკუთრებით, ხელფასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად.
მორიელი
გამოიჩინეთ გაბედულება, ნუ დაელოდებით პირველი ნაბიჯს სხვისგან . აიღეთ სადავეები თქვენს ხელში.
მშვილდოსანი
დღეს, მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებს, შეგიძლიათ, დაკავდეთ საახალწლო სამზადისით, შეიძინოთ საჩუქრები ახლობელი ადამიანებისთვის.
თხის რქა
თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება დაგჭირდათ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია გამოცდილ ადამიანებთან.
მერწყული
ურთიერთობებში სიახლეები გელით, ეს უფრო განამტკიცებს თქვენს სასიყვარულო ურთიერთობას, არ არის გამორიცხული, ერთად წამოიწყოთ რაიმე პროექტი.
თევზები
იზრუნეთ სოციალური კონტაქტების გაფართოებაზე, მეტი ყურადღება მიაქციეთ საზოგადოებასთან ურთიერთობებს.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს