ამ გვერდის ამობედვა

17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეს დღე წარმატებული იქნება, თუ გარშემომყოფებთან უთანხმოებების თავიდან აცილება შეძელით. ზოგჯერ უმნიშვნელო კამათმაც კი შეიძლება სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოს. ამ დღეს უფრო ხშირად გაგაკრიტიკებენ, ვიდრე შეგაქებენ, მაგრამ ეცადეთ, ამ ყველაფერს მშვიდად მიუდგეთ. რთული საქმეები სამომავლოდ არ გადადოთ - რაც უფრო ადრე დაიწყებთ, წარმატებით დასრულებას მით უფრო მალე შეძლებთ. სანამ რამეს იტყვით, კარგად დაფიქრდით, რომ ვინმეს უნებურად გული არ ატკინოთ.

კურო

ახალი ნაცნობობისთვის, საქმიანი ურთიერთობებისა და მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად არახელსაყრელი დღეა. მშვენივრად იცით, რის მიღწევა გსურთ, თუმცა წარმატებაში ბოლომდე დარწმუნებული არ ხართ. სირთულეების მიუხედავად, შესაძლებლობა გექნებათ, რომ ლიდერული თვისებები გამოავლინოთ და თანამოაზრეები თქვენ ირგვლივ გააერთიანოთ.

ტყუპები

დღის დასაწყისში რთული იქნება. ამ დროს განსაკუთრებით მგრძნობიარე ხართ, ყველა წვრილმანი გულთან ახლოს მიგაქვთ და სიმშვიდის შენარჩუნება გიჭირთ. შესაძლოა, ამით ისარგებლონ ადამიანებმა, რომლებიც სხვების მართვას არიან მიჩვეულები და ცდილობენ, საკუთარი ნება თავზე მოგახვიონ. მზად იყავით, რომ ასეთ მცდელობებს მტკიცედ და პრინციპულად უპასუხოთ.
პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. თქვენ ბევრს მოსწონხართ და არ არის გამორიცხული, გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენც პირველივე ნახვისას ძალიან მოგეწონებათ.

ლომი

რთული და ქაოსური დღეა. მოსალოდნელია უთანხმოებები და დაპირისპირებაც კი. ასეთ დროს უმჯობესია ფულთან დაკავშირებული და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას მოერიდოთ. მიეცით საკუთარ თავს დრო, რომ ყველაფერი მშვიდად გაიაზროთ და ინფორმაცია გააანალიზოთ. მოგვიანებით გაჩნდება შანსი, რომ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას მიაღწიოთ.

ქალწული

ეს დღე ახალ ნაცნობობას გპირდებათ. ბევრ ადამიანზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენას შეძლებთ. დილა განსაკუთრებით ხელსაყრელი და ნაყოფიერი იქნება — სულ რამდენიმე საათში ბევრი საქმის დაწყებას და დასრულებას მოასწრებთ. უფრო მეტიც, შეიძლება ძველ გეგმებთან და იდეებთან დაბრუნდეთ და ისინი ბოლომდე მიიყვანოთ. მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლეები, საჩუქრები და სიურპრიზები.

სასწორი

ძალიან მოუსვენარი და მოვლენებით დატვირთული დღეა. სავარაუდოდ, იძულებული იქნებით, გეგმები შეცვალოთ და ერთი საქმე მეორის გამო გადადოთ. ეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ საქმეს, რომელიც სიამოვნებას და სიხარულს განიჭებთ. ფიზიკური აქტივობა დაგეხმარებათ, რომ ბოლო დღეების დაძაბულობისგან გათავისუფლდეთ. ეცადეთ კონფლიქტური სიტუაციები თავიდან აიცილოთ.

მორიელი

ამ დღის უდიდესი ნაწილი შეიძლება სხვისი პრობლემების მოგვარებას მოანდომოთ. დილას საქმეებზე ყურადღების კონცენტრირება რთული იქნება, რაც პრობლემებს გამოიწვევს, თუმცა მოგვიანებით შეძლებთ იმით დაკავდეთ, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია. ეცადეთ, პრიორიტეტები სწორად განსაზღვროთ და დასახულ მიზნებს სწრაფად მიაღწიოთ.

მშვილდოსანი

დილით განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ - ვარსკვლავების არახელსაყრელ განლაგების გამო ბევრი მშვილდოსანი შეცდომებს დაუშვებს. არასასურველია გეგმების შეცვლა, განსაკუთრებით - თუ ისინი სხვა ადამიანებს უკავშირდება. შეიძლება, დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლისა როლი შეასრულოთ და აქედან თავადაც სარგებელი მიიღოთ. ეცადეთ ადრე მიცემული დაპირებები დროულად შეასრულოთ.

თხის რქა

საკმაოდ რთული დღეა. რაღაც ისე არ გამოდის, როგორც გსურთ. საჭიროა პრიორიტეტები სწორად განსაზღვროთ და ზუსტად გადაწყვიტოთ ყურადღება რაზე გაამახვილოთ. სიმშვიდის შენარჩუნება გიჭირთ - ყველაფერი გულთან ახლოს მიგაქვთ და ისეთ საკითხებზე ნერვიულობთ, რასაც სხვა დროს ყურადღებას არ მიაქცევდით.

მერწყული

მშვენიერი დღეა, მაგრამ თუ ყველა წვრილმანზე ინერვიულებთ, შეიძლება ყველაფერი გააფუჭოთ. სიმშვიდის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღის პირველ ნახევარში, როდესაც ვიღაც ეცდება, მწყობრიდან გამოგიყვანოთ. თავი შეიკავეთ სამსახურთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისგან, რადგან შეცდომის დაშვების ალბათობა მაღალია.

თევზები

დილით მოსალოდნელია უთანხმოებები, გაუგებრობები და დანაკარგიც კი. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ამ პერიოდში თავი შეიკავოთ ფინანსური საკითხების განხილვისგან და არავის მისცეთ რჩევა, თუნდაც ამას დაჟინებით გთხოვდნენ.

წაკითხვა 86 ჯერ

სიახლეები