30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დღეს სასიხარულო დღე გაქვთ - თქვენ იპოვნით გზას რთული სიტუაციიდან, რომელიც დიდი ხანია გიშლით ხელს წინსვლაში. ბევრი კეთილი საქმე! ყველას გაუწიეთ დახმარების ხელი, ვინც ამას ითხოვს, ყველას უთხარით კომპლიმენტი და კარგი სიტყვები - ეს კარმას გაგიძლიერებთ. ნაკლები ინერვიულეთ დღეს - უკეთესია უმალვე გაარკვიოთ ის საქმე, რაც ნერვიულობის საბაბი ხდება თქვენთვის.
კურო
დღეს აუცილებლად უნდა იყოთ კონცენტრირებული სამუშაოზე, ასევე ყოველდღიურ საქმეებზე. მნიშვნელოვანია მაცივარი დატვირთოთ საკვებით, რადგან ამ კვირაში საყიდლებზე სიარულის დრო არ გექნებათ. ელოდეთ საუკეთესო სიახლეებს - ისინი გაგახალისებენ და დაგეხმარებიან განტვირთვაში. დღეს იქნება საუკეთესო საღამო - მეგობრებთან შეხვედრები და გართობა.
ტყუპები
დღეს საკუთარ მე-ს უნდა მოუსმინოთ - შეეშვით სხვებზე ფიქრს. დაუჯერეთ თქვენს შინაგანს და იმპულსებს - ისინი სწორ გზაზე დაგაყენებენ. დღე საინტერესო იქნება - იქნება ბევრი პოზიტივი, შესაძლებლობები და შანსები. აუცილებლად მოასწარით რომელიმე მათგანის დაჭერა. საღამოს ტოტალური მყუდროება და განტვირთვა აუცილებელია.
კირჩხიბი
დღეს წააწყდებით ცოტაოდენ სირთულეებს. თქვემ მათ გაუმკლავდებით, მაგრამ მოგიწევთ დროისა და ძალების დახარჯვა. დაიხმარიეთ ახლობლები - ასე მარტივად და სწრაფად მიაღწევთ საწადელს. დღეს გირჩევთ დაისვენოთ, ასევე იყოთ ყურადღებით, რადგან საღამოს იქნება ბევრი საინტერესო ვარიანტი, რომ შეცვალოთ ცხოვრება უკეთესობისაკენ.
ლომი
დღეს ჩაიძირებით საკუთარ ფანტაზიებში - ეს საუკეთესო დროა მათთვის. მართალია ბევრი ფანტაზია ფანტაზიადვე დარჩება, მაგრამ ბევრიც ახდება. კარგია დასვენება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ არ იმუშაოთ - უბრალოდ პაუზები აიღეთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ იურთიერთოთ საინტერესო ადამიანებთან - თქვენი საქმეები გაუმჯობესდება.
ქალწული
დღეს უნდა მოინდომოთ სამსახურში, რადგან სიზარმაცე არაფერს კარგს არ მოგიტანთ. ეს საუკეთესო დღეა სტრესის გასაქარვებლად - წადით სპორტულ დარბაზში ან კარაოკეში. იმწუთასვე იგრძნობთ თავს უკეთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ სიახლეებისგან თავი შეიკავოთ, თქვენ ბოლომდე არ ხართ ამისთვის მზად.
სასწორი
დღეს არ იჩქაროთ - ეს გაგიფუჭებთ მდგომარეობას და დააჩქარებს უთანხმოებას. ამიტომაც უწყვეტი ტემპით იარეთ და არ იჩქაროთ. ვიღაც კარგ ამბავს მოგიტანთ - რომელიც დაგარწმუნებთ საკუთარ სიძლიერეში. დღეს გექნებათ ნათესავების მხარდაჭერა, რომელიც აუცილებლად გამოსადეგი იქნება.
მორიელი
დღეს თქვენთვის რთული დღე იქნება - მიზანი არც თუ ისე ახლოსაა. უნდა ეძებოთ შემოვლითი გზები, რათა მიაღწიოთ მას. ძალიან მაგარი სიახლეები გელით, რომელიც ახალ გამარჯვებებს გაგემებთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ მოძებნოთ საერთო ინტერესის მქონე ადამიანები და ესაუბროთ მნიშვნელოვან თემებზე, ასევე გადმოიბიროთ მოსაუბრე.
მშვილდოსანი
დღეს პირში წყალი უნდა ჩაიგუბოთ - დიდია რაიმე ზედმეტის თქმის რისკი, ასევე გეგმების გათქმის. ამიტომაც ცოტა ისაუბრეთ. საყიდლებისთვისაც ცუდი დღეა, უმეტესად ცუდი ხარისხის ნივთს იყიდით ან ბევრ ფულს დახარჯავთ. ამიტომაც გადადეთ ეს ყოველივე სხვა დღისთვის. გირჩევთ დღეს არ დახარჯოთ ზედმეტი ფული, ჯობია შემოინახოთ სხვა დღეებისთვის.
თხის რქა
დღეს გირჩევთ იყოთ საკუთარ მეორე ნახევრებთან ახლოს, მითუმეტეს მათ გვერდით, ვისაც უჭირს - თქვენი დახმარება მათ ძალიან წაადგებათ. ძველი უთანხმოება საბოლოოდ გადაწყდება და დაისვენებთ. ის კითხვები, რომელიც არ გასვენებთ, მაინც პასუხგაუცემელი დარჩება. არ დაიდარდოთ - მალე დაუსვამთ ამ კითხვებს სწორ ადრესატებს. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ ნაკლებად ხარჯოთ ფული.
მერწყული
დღეს ცხვირი არ უნდა ჩამოუშვათ - მაშინაც კი, თუ რაიმე მოხდება, რადგან მაინც გაგიმართლებთ. არ ისაუბროთ ყველასთან და ყველაფერზე - სჯობს ეს დღე გამოიყენოთ სასიამოვნო ხალხთან საურთიერთობოდ, ხოლო საქმიანი საუბრები გადადეთ ხვალისთვის. დღეს გირჩევთ სახლში ნაკლები საქმე გააკეთოთ - სჯობს სამსახურებრივ საქმიანობაზე გადაერთოთ.
თევზები
დღეს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ მეორე ნახევრებს - ეს ძალიან წაადგება ურთიერთობას. თუ დილით მუშაობა დაგეზარებათ, სამაგიეროდ დღის მეორე ნახევარში იქნებით ამის ხასიათზე. შეეჭიდეთ რთულ საქმეს - ისინი გამოგივათ. გირჩევთ უმალვე გაარკვიოთ ის საკითხები, რაც გაწუხებთ, რადგან დაზოგავთ დროს და ნერვებს.
სიახლეები
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად გივი მიქანაძე დაინიშნა
- “მადამ ფრანცუჟენკას გამოსვლა ოთხჯერ გადავახვიე და რა უნდოდა, ვერ გავიგე” - ზარქუა სალომე ზურაბიშვილზე
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი
- “უკვე იმ დონეზე მივიდნენ, რომ ოპოზიცია შიმშილობს, რათა ოპოზიციას ხმა გააგონოს, ანუ ერთმანეთს რომ გააგონონ ხმა” – ზარქუა
- “ნაცვლად იმისა, რომ დასხდნენ და დაილაპარაკონ, ერთმანეთს შიმშილობას უწყობენ და ასე გადმოსცემენ საკუთარ სათქმელს” – ხვიჩია