ამ გვერდის ამობედვა

23 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს თქვენ ყველაზე მოახდენთ კარგ შთაბეჭდილებას, ამიტომაც გაიცანით ბევრი ადამიანი, რათა მათ თქვენ დაგიმახსოვრონ. მოგვიანებით ეს ადამიანები გაგიკეთებენ კარგ შემოთავაზებებს. იქნება რთული საქმეები - მაგრამ ყველაფერს ერთი ხელის მოსმით მოაგვარებთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ დაეხმაროთ ახლობლებს - მათ ეს ძალიან ჭირდებათ.
 

კურო

 

დღეს თქვენ ბევრი დრო უნდა გაატაროთ მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად - ამაზე იქნება დამოკიდებული თქვენი განწყობა და კარიერა. დიახ დიახ, ახლობლები ხელს შეგიწყობენ, რომ კარიერულად წინ წაიწიოთ. ეს არის კარგი ამბების დღე. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ მოკიდოთ ხელი იმ საქმეს, რომელიც ადრე არ გამოგდიოდათ - ამჯერად ყველაფერი გამოგივათ.
 

ტყუპები

 

დღეს თქვენ გექნებათ კარგი განწყობა ყველაფერში - ამაში კი ვარსკლავები დაგეხმარებათ. თამამად დააჭირეთ გაზს - ყველაფერი გამოგივათ. როგორც საქმიან, ასევე პირად საუბრებში მარტივად გამოხვალთ, ამიტომაც ამ დღეს ჩანიშნეთ შეხვედრები. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ ყველაფერი მარტივად მიიღოთ, რადგან დღეს თქვენი დღეა და პრობლემების გადაჭრას ადვილად შეძლებთ.
 

კირჩხიბი

 

დღეს თქვენ შეძლებთ კარიერული კიბე აქციოთ ლიფტად, ამიტომაც სამსახურს ბევრი დრო დაუთმეთ. განსაკუთრებით საქმიან საუბრებს - დღეს კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ პარტნიორებსა და ხელმძღვანელობაზე. პატარა პრობლემები მაინც ხელს შეგიშლით, მაგრამ თქვენ მარტივად გადაჭრით მათ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ მეტი დრო გაატაროთ საყვარელ ადამიანთან ერთად - მათ თქვენ ჭირდებით.
 

ლომი

 

დღეს თქვენ მთელი დღის განმავლობაში კარგ ამბებს გაიგებთ. დაეხმარეთ მას, ვისაც თქვენი იმედი აქვს. ეს სიკეთე ორმაგად დაგიბრუნდებათ მომავალში. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ ნაკლებად ინერვიულოთ მარტივ საკითხებზე - სინამდვილეში საქმე არც თუ ისე ცუდადაა, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ.
 

ქალწული

 

დღეს თქვენ ყველაფერი უნდა გააკეთოთ კოლექტიურად - მარტო ვერაფერს მიაღწევთ. თხოვეთ თქვენს ახლობლებსა და კოლეგებს დახმარება, ისინი აუცილებლად დაგიდგებიან გვერდით. მნიშვნელოვანია საუბარი - ახლა თქვენ ყველაზე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ, რაც კარიერულადაც წინ წაგწევთ. არ შეგეშინდეთ ახალი ადამიანების გაცნობის. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ თავიდან აირიდოთ კამათი - ამან შეიძლება ხასიათი გაგიფუჭოთ.
 

სასწორი

 

დღეს თქვენ აუცილებლად უნდა დაისვენოთ. ამაში დაგეხმარებათ ცხელი ყავა, საუბრები და ტკბილეული - უფრო უკეთ იგრძნობთ თავს. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს - პატარ-პატარა შეცდომები შეიძლება დეტალებში გაიპაროს, მაგრამ თქვენ ყველაფერს მოაგვარებთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ სიამოვნებით დათანხმდეთ ყველა შემოთავაზებას - გაგიმართლებთ.
 

მორიელი

 

დღეს თქვენ ძალიან გიმართლებთ - რამდენიმე შანსი ერთად გაგიჩნდებათ, რომ შეასრულოთ თქვენი გეგმა. აუცილებლად გამოიყენეთ მოცემული შანსები, რადგან შეიძლება ვადა გაუვიდეთ. დილიდანვე უამრავი კითხვა გაგიჩნდებათ, რომელზე პასუხის გაცემაშიც ახლობლები დაგეხმარებათ. არ თქვათ უარი მათ მიერ შემოთავაზებულ დახმარებაზე. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ დაეყრდნოთ გამოცდილებას.
 

მშვილდოსანი

 

დღეს თქვენ უნდა გაარკვიოთ თქვენი ურთიერთობები - თქვათ ყველაფერი, რაც გულში გაქვთ და იპოვოთ კომპრომისი. საუბრების შემდეგ თავს კარგად იგრძნობთ. ამ დღეს ბევრი საქმე გაქვთ, ამიტომაც რამდენიმეს ერთად უნდა შეეჭიდოთ. თუ შესვენებას არ გამოიყენებთ, ყველაფერს მოასწრებთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ დაეხმაროთ ახლობლებს, რადგან მათ თქვენ ძალიან ჭირდებით.
 

თხის რქა

 

დღეს თქვენ ყველა მოგისმენთ, ამიტომაც აკონტროლეთ, თუ რას საუბრობთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ იყოთ გულწრფელი, რადგან სხვანაირად მსნენელის ყურადღებას ვერ დაიმსახურებთ. სამსახურში ყველაფერი უფრო რთულად იქნება - საქმე თავზე საყრელად გაქვთ. მართალია ყველაფერს მოაგვარებთ, მაგრამ ამისათვის დრო და ენერგია ბევრი უნდა დახარჯოთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ ენდოთ გამოცდილებას - ასე უფრო მოიგებთ.
 

მერწყული

 

დღეს თქვენ უნდა გააკეთოთ რაიმე არასტანდარტული. მთავარია, რომ მოგწონდეთ ის, რასაც აკეთებთ და მიდიოდეთ თქვენი მიზნისკენ. ახლა თქვენ მხოლოდ კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ, ამიტომაც ბევრი ადამიანი უნდა გაიცნოთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ ენას კბილი დააჭიროთ - რადგან მნიშვნელოვანი ამბები არ წამოგცდეთ.
 

თევზები

 

დღეს თქვენ მიიღებთ მხოლოდ კარგ ინფორმაციას და ეს გამოგიკეთებთ ხასიათს, მაგრამ დღის განმავლობაში გექნებათ ნერვების თამაშიც. თავი ხელში აიყვანეთ, რადგან დიდია ახლობლების დაკარგვის რისკი. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ რამდენიმე საქმე ერთად არ გააკეთოთ - დიდია რისკი, რომ ვერცერთი ვერ დაასრულოთ.

 

წყარო

წაკითხვა 102 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 23 2025

სიახლეები