ამ გვერდის ამობედვა

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს საქმე გეგმის მიხედვით არ წავა. მოულოდნელმა მდგომარეობამ შეიძლება ახალი წესები დააწესოს. არ შეეწინააღმდეგოთ დღის ახალ წესრიგს, ის თქვენ გზას გიჩვენებთ და შეიძლება ეს გზა იყოს უფრო უკეთესიც კი. ჰოროსკოპი დღეს წარსულის ადამიანის გამოჩენას გიქადით, რომელიც თქვენ ძალიან გაგაკვირვებთ. საბოლოო ჯამში, უკეთესი იქნება, თუ ურთიერთობებს ამ დღეს მინიმუმამდე დაიყვანთ.

 

კურო

 

დღეს მოგინდებათ თავისუფლება და ჩარჩოებს მიღმა გასვლა. არ შეგეშინდეთ ამის, ახალი ემოციების მიღება მნიშვნელოვანია - მაგალითად მოგზაურობა, სეირნობა, ატრაქციონების პარკი, ცეკვა. შეიძლება კიდეც, რომ ახალი ნაცნობები იპოვოთ. დღევანდელი ენერგია იქნება ძალიან ძლიერი, მაგალითად სისწრაფესთან დაკავშირებული - კარტინგი, ველოსიპედი ან სულაც მანქანით სეირნობა.

 

ტყუპები

 

დღეს ურაგანის ეპიცენტრში აღმოჩნდებით. მთელი დღის განმავლობაში შემოგიტევთ სასწრაფოდ გასაკეთებელი და პატარა გადაუდებელი საქმეები. ყველას რაღაც ენდომება თქვენგან - უფროსობას, კოლეგებს, ახლობლებს, მეგობრებს.. მთავარია იქონიოთ მოთმინება და გამძლეობა. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ ხარისხიანი დასვენება მოიწყოთ: წახვიდეთ სასეირნოდ, სავარჯიშოდ ან მასაჟზე.

 

კირჩხიბი

 

დღეს მოგიწევთ ბევრი შრომა. არის იმის შესაძლებლობაც, რომ ახლობლების შეცდომებიც გამოასწოროთ. ეს არის დღე, სადაც ირგვლივ ყველას ექნება ბევრი შეცდომა: სამსახურში, გზაზე, კომუნიკაციებში. ჰოროსკოპი დღეს რისკს გიქადით, იმიტომ, რომ თქვენი სიტყვები შეიძლება არ იყოს გაგებული ისე, როგორც თქვენ ეს თქვით. ამიტომაც ურთიერთობებში იყავით ფრთხილად, განსაკუთრებით საქმიანში. ასევე უფრთხილდით კონფლიქტებს გზაში.

 

ლომი

 

დღეს გელოდებათ მოწყენილი დღე, რადგან ამ ნიშანზე ფაქტობრივად არცერთი პლანეტა არ მოქმედებს. ეს რაღაც მხრივ კარგიცაა, რადგან ძველი საქმეებისგან დაღლას შეატყობთ და ჯანმრთელობას მიხედავთ. ამისათვის მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ არ დაიტვირთოთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ წახვიდეთ კონცერტზე, გაისეირნოთ პარკში ან წახვიდეთ ქალაქგარეთ - ეს დაგეხმარებათ საკუთარი თავის გადატვირთვაში.

 

ქალწული

 

დღეს უნდა შეინარჩუნოთ ფხიზელი გონება ირგვლივ არსებულ ქაოსში. მოემზადეთ იმისთვის, რომ სხვების დახმარება მოგიწევთ, მათი პრობლემების გადაჭრა. აუცილებლად დაეხმარეთ ყველას, ეს კარგ სარგებელს მოგიტანთ. ჰოროსკოპი დღეს გპირდებათ, რომ მიიღებთ კარგ ცნობას სასიამოვნო ადამიანისგან, რომელიც დიდი ხანია არ გინახავთ.

 

სასწორი

 

დღეს საქმიან აქტივობას უნდა აარიდოთ თავი, მითუმეტეს, თუ ეს აქტივობა დაკავშირებულია ფულთან. ამ დღის შემდეგ იწყება არასაჭირო თავგადასავლები და შეიძლება, მატერიალური დანაკარგიც. ჰოროსკოპი დღეს გაფრთხილებთ, რომ წარსულის შეცდომები იჩენს თავს. არასასურველი საყიდლები და გარიგებები. შეიძლება გაგიფუჭდეთ რაღაც ნივთები და არასასიამოვნო სიტუაცია შეგექმნათ. ასევე არასასურველი დროა სასიყვარულო ურთიერთობებისთვის.

 

მორიელი

 

დღეს ისევ ყურადღების ცენტრში ხართ, გექნებათ ბევრი საქმე. იმის გამო, რომ პლანეტების ასპექტი დღევანდელ დღეს ცოტათი საკამათოა, შეიძლება წარმატებასაც გამოჰკრათ ხელი, მაგრამ შეიძლება წარუმატებლობაც თან გდევდეთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ მიყვეთ თქვენს შინაგან შეგრძნებებს, ლოგიკა არ გაამართლებს. დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ აუცილებლად მოიწყვეთ საყვარელი რელაქსი და საკუთარ თავთან იყავით მარტო.

 

მშვილდოსანი

 

დღეს გირჩევთ აქტიურად შეხვდეთ საკუთარ ახლობლებს. უმჯობესი იქნება, თუ ეს შეეხება ძველ თაობას, თუ დაურეკავთ მათ ან ესტუმრებით, მიხვდებით, რომ ძალიან კარგი ენერგია მოდის მათგან. ჰოროსკოპი დღეს საინტერესო ინტელექტუალურ საუბრებსა და კომუნიკაციას გპირდებათ. შეიძლება პატარა შოპინგის მოწყობაც, ოღონდ არ უნდა იყიდოთ ტექნიკა და გაჯეტები.

 

თხის რქა

 

დღეს არცთუ ისე წარმატებული დღეა, რადგან შეიძლება მოგივიდეთ უთანხმოება მეზობლებთან, ახლობლებთან, გქონდეთ ტექნიკის პრობლემა ან შეცდეთ დოკუმენტების შევსებაში. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ მოითმინოთ და პანიკას არ აყვეთ. რამდენიმე დღეში მდგომარეობა შეიცვლება უკეთესობისაკენ. პროფილაქტიკისთვის კარგი იქნება დროს თუ დაუთმობთ საკუთარ ავტომანქანას ან რაიმე სხვა ტექნიკას.

 

მერწყული

 

დღეს არ გექნებათ რაიმე განსაკუთრებული დღე. დღე ჩაივლის სტანდარტულად, სიახლეებისა და მოულოდნლობების გარეშე. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ ყურადღება დაუთმოთ თქვენს მეორე ნახევარს და თუ არ გყავთ ასეთი, კარგი იქნება თუ აქტიურ ძებნაში იქნებით. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია გამოავლინოთ აქტიურობა და ინიციატივა, სქესის მიუხედავად. როგორც მინიმუმ - სახლში არ უნდა ისხდეთ, აუცილებლად გადით გარეთ.

 

თევზები

 

დღეს შეიძლება გქონდეთ დაძაბული დღე - წარმოიქმნება რთული სიტუაცია და გადაუდებელი საქმეები. შეიძლება, რომ მოგიწიოთ თქვენი უფლებების შეზღუდვაც. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ გამოავლინოთ სიმკაცრე, რათა მარტივად გაუმკლავდეთ სირთულეებს. დღის პირველი ნახევარი იქნება ნაყოფიერი, ვიდრე მეორე. ამიტომაც დაგეგმეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე ამ დროს. საღამო კი ახლობლებთან ერთად გაატარეთ.

 

წაკითხვა 88 ჯერ

სიახლეები