საქართველო ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
ევროპის ფრენბურთის კონფედერაციის საბჭოს წევრთა გადაწყვეტილებით, რომელიც ონლაინ სხდომაზე ერთხმად მიიღეს, 2022 წელს, საქართველოში 18 წლამდე ვაჟ ფრენბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება.
სხდომის მონაწილეებმა განიხილეს 2017 წელს თბილისში გოგონათა შორის ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი და აღნიშნეს საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული კლასიკური, საპლაჟო და თოვლის ფრენბურთის ღონისძიებების ხარისხი და რაოდენობა.
18 წლამდე ვაჟ ფრენბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ჩატარების კონკრეტული ადგილი, თარიღები და მონაწილეები ჯერჯერობით უცნობია.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს