ნოვაკ ჯოკოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა
მსოფლიოს პირველ ჩოგანს, სერბ ჩოგბურთელს ნოვაკ ჯოკოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ტესტი COVID-19-ზე ჯოკოვიჩის მეუღლემ და ბავშვებმაც ჩააბარეს. ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდა, ბავშვებს - არა.
"ჩვენ მოვაწყეთ ტურნირი, როდესაც ვირუსმა იკლო. გვჯეროდა, რომ არსებობს ყველა პირობა იმისთვის, რომ ტურნირი მოვაწყოთ. სამწუხაროდ, ვირუსი არ წასულა და ეს ახალი რეალობაა, რომელსაც უნდა შევეგუოთ. ძალიან ვწუხვარ ინფიცირების ყოველ ცალკეულ შემთხვევაზე. იმედი მაქვს, რომ ეს არავის ჯანმრთელობას დააზარალებს და ყველა კარგად იქნება. მე 14 დღით თვითიზოლაციაში გადავდივარ. 5 დღეში ტესტს კიდევ ერთხელ გავივლი", - ნათქვამია ჩოგბურთელის განცხადებაში.
სიახლეები
- ვარენიკი კარტოფილითა და ყველით
- ილონ მასკი კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მიმართ სროლაზე აცხადებს, რომ “დემოკრატები არიან სიკვდილის პარტია”
- “ყველასთვის მოსალოდნელი იყო, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი გაიზრდებოდა” – ნინო წილოსანი
- “საქართველოში თურმე პოლიციელს სილაც უნდა გააწნა და „მოლოტოვის კოქტეილიც” ესროლო, ხოლო დასავლეთში პოლიციელს არ უნდა შეეხო, თორემ მოგკლავენ – ეს რანაირი დემოკრატიაა?’ - გურამ მაჭარაშვილი
- “ჩარლი კირკის დაკარგვა დიდი დანაკლისია” - ტრამპი