ლიონელ მესი XXI საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელია
პორტალმა GOAL-მა გულშემატკივრებს შორის მასობრივი გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიზანი XXI საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა იყო.
ხმის მიცემის პროცედურა ოლიმპიური სისტემით განხორციელდა.
ფინალურ გამოკითხვაში „ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი და „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო გავიდნენ. არგენტინელმა ჯადოქარმა ხმების 56 პროცენტი მიიღო და გაიმარჯვა.
ფინალამდე ლიონელ მესიმ ნეიმარი და რონალდო დაამარცხა, კრიშტიანო რონალდომ კი ანდრეს ინიესტასა და რონალდინიოს აჯობა.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს