ქუთაისელი მწვრთნელი და მოჭიდავე მსოფლიო ჩემპიონი გახდა
“ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების” მწვრთნელი და ვეტერანი მოჭიდავე გოჩა კირკიტაძე, თავისუფალ ჭიდაობაში, ვეტერანთა შორის (D ასაკობრივ კატეგორიაში, 62 კგ.), ოქროს მედალს დაეუფლა.
ვეტერანების მსოფლიო ჩემპიონატი უნგრეთის ქალაქ ტატაბანიაში ჩატარდა.
გოჩა კირკიტაძემ ფინალამდე ყველა შეხვედრა მოიგო.
პირველ ორთაბრძოლაში მან თურქი ფეიზულარ ზენგინი 7:0 დაამარცხა.
მეორე შეხვედრა მონღოლ პურევ ოჩირ-დარის 10:0 მოუგო.
მეოთხედფინალურ შეხვედრაში ასევე მონღოლ ბატნასან ტურუმბატის შეებრძოლა და 11-0 დაამარცხა.
ნახევარფინალში ამერიკელ მეტოქეს რობინსონ პრებიშს სძლია 11-0.
კირკიტაძემ ფინალში დაძაბულ ბრძოლაში, ყაზახი სამათ აიტკულოვი 3:1 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონიც გახდა.
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს