ამ გვერდის ამობედვა

ახალგაზრდების ტრიუმფატორი - ინტერვიუ ლევან თევდორაძესთან

"ფიზიკური მომზადება, გამძლეობა მუდამ ქართველების "აქილევსის ქუსლი" იყო, რაც გამოვასწორეთ"- ახალგაზრდა კარატისტთა ნაკრები და მისი მთავარი მწვრთნელი ლევან თევდორაძე აგრძელებენ ტრიუმფს - ზედიზედ რამდენიმე წელია ეს გუნდი იმარჯვებს ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე და სხვადასხვა სახის მედლებით ბრუნდებიან საქართველოში.


რაც მთავარია, ამ გუნდმა წარმატებით გადაჭრა კარატის სკოლის ყველა "აქილევსის ქუსლი": ფიზიკური მომზადება, გამძლეობა, სუნთქვა - უბრალოდ, ჩინებულია; ტაქტიკურად მშვენივრად ეჯიბრებიან მოწინააღმდეგეს - არც ანგარიშის შენარჩუნება უჭირთ, დროც გამოცდილი ოსტატებივით უდანაკარგოდ გაჰყავთ და "აფეთქებასაც" დროულად ხვდებიან;
ერთი სიტყვით, გუნდს ნაკლი ძნელად მოეძებნება და თევდორაძის მიდგომა თავისუფლად შეიძლება, სხვებმაც გამოიყენონ. ლევან თევდორაძეს არაერთ დიდ თუ პატარა საერთაშორისო ჩემპიონატებში სხვადასხვა ჯილდო და სერტიფიკატები აქვს აღებული.

 

- რა სიახლეები შეიტანეთ მზადების პროცესში, რითაც გაუმჯობესდა გუნდის საერთო მომზადება?


- ფიზიკური მომზადება, გამძლეობა მუდამ ქართველების "აქილევსის ქუსლი" იყო, რაც გამოვასწორეთ. ამაზე სპეციალურად ვმუშაობთ, თორემ დღევანდელ კარატეში მარტო გამძლეობის, ფიზიკური მომზადების ხარჯზე ვერ მოიგებ. მით უმეტეს, მსოფლიოს ჩემპიონატზე აზიელებიც ემატებიან, რომლებსაც ფიზიკური მომზადების დიდი სკოლა აქვთ. მათთან შეჯიბრება, განსაკუთრებით - მჩატე წონებში ძალიან ძნელია და მათ მხოლოდ ძალის ხარჯზე ვერ მოუგებ, ტაქტიკა და ტექნიკაც უნდა დაიხმარო.

 

cda6caac 7db1 4382 8395 92ec12b8587d

 

- თავადაც ბრძანეთ, რომ ფიზიკური მომზადება ქართველების "აქილევსის ქუსლია". რამე განსაკუთრებული სისტემა გაქვთ თუ ეროვნულ გუნდებში რატომ ვერ ხერხდება ამ კონდიციების მიღწევა?

- ყველა მწვრთნელს თავისი სისტემა, თავისი გათვლა აქვს, თავისი გუნდი ყველა მწვრთნელმა უკეთ იცის. ახალგაზრდულ გუნდში მოსვლის პირველივე დღეებიდან დატვირთვები გავზარდეთ, დღიური ვარჯიშები, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა სპორტსმენი ფიზიკურად კარგადაა მომზადებული და არ იღლება, ხალიჩაზეც უკეთესად აზროვნებს.
ჩემი ერთ-ერთი მოსწავლე გოგიტა არქანია, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობდა. ეს ფაქტი კი ნამდვილად დიდი მიღწევაა ქართულ სპორტში. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ თითოეულმა ჩემმა მოსწავლემ მსგავს, მსოფლიო მასშტაბურ შეჯიბრებებში მიიღოს მონაწილეობა.

 

- მედალოსნებიდან თუ გამოარჩევთ ვინმეს, რომელთაც კარგი შედეგები აქვთ?


- სამი ჩემპიონი მინდა გამოვყო, კონკრეტულად ვერავის ვერ გამოვარჩევ, რადგან ყველას ძალიან მაგარი შეხვედრები ჰქონდა. გოგიტა არქანია, ლუკა ხვედელიანი და ჯონი თოფურია - სამივემ სხვადსხვა შეჯიბრებებზე ვაჟკაცური, მებრძოლი სული გამოავლინა.

 

6a270158 d1d8 4886 b176 787c540fa909

 

- თქვენს ბიჭებს ტაქტიკურადაც სწორად მიჰყავთ შეხვედრა - ანგარიშის შენარჩუნება იქნება, მომატება, დროის გაყვანა თუ სხვა, ყველაფერს სწორად და დროულად აკეთებენ. ამას თვითონვე ხვდებიან, ანუ უკვე ბოლომდე გაითავისეს ეს კომპონენტი თუ თქვენი ჩარევით აკეთებენ?


- თვითონაც აითვისეს უკვე, თუმცა შეკრებებზეც ვმუშაობთ ამაზე. ამასთან, ძალიან კარგია, როცა სპორტსმენი გისმენს შეჯიბრებისას, რა უნდა გააკეთოს, რომ გაფრთხილება არ მიიღოს, როდის გადავიდეს შეტევაზე, ანგარიშის შენარჩუნებაზე ისე იჭიდაოს, რომ გაფრთხილება არ მიიღოს...


- სამომავლო პერსპექტივაში რამდენად ბევრის მიღწევა შეუძლიათ მათ?


- ყველაფერი მათზეა დამოკიდებული, მათ მონდომებაზე. ყველანაირი მონაცემი აქვთ იმისათვის, რომ დიდი გამარჯვებები მოიპოვონ, დანარჩენი კი მათსავე ხელშია.

 

 

ავტორი: ივლიტა გოგუა

წაკითხვა 125 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 01 2025