ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონს ახალი დირექტორი ჰყავს
ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონს ახალი დირექტორი ჰყავს - ,,შენგელია არენას" ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი უხელმძღვანელებს.
ახალი დირექტორი ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, მერის მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ წარადგინეს.
ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი 2017-2021 წლებში იყო ქუთაისის საკრებულოში ძელქვიანის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი, ფრაქცია ,,ძლიერი ქუთაისის თავმჯდომარე", 2021 წლიდან დღემდე- ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი.
სტადიონის ყოფილი დირექტორი თეიმურაზ კიკვაძე პირველი მოადგილის რანგში გააგრძელებს მუშაობას.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი