კვარაცხელია „ნაპოლის“ გამოემშვიდობა
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ვრცელი ვიდეომიმართვით გამოეთხოვა. ფეხბურთელი მარადონას სტადიონზე ცოლთან ნიცასთან და შვილთან დამიანესთან ერთად მივიდა.
„ვიცი, ჩემი წასვლით გული ძალიან გწყდებათ, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერს მოგიყვებით...“
„...აქ მოვედი, როგორც პატარა ბიჭი, რომელსაც ბევრი არ იცნობდა. ახლა კი აქაურობას ვტოვებ, როგორც კაცი, რომელსაც თან მიაქვს უამრავი ადამიანის სიყვარული, ბევრი გამარჯვება და, რაც მთავარია, ის ნანატრი სკუდეტო და ჩემპიონობა, რომლის სურვილთაც ეს ქალაქი ბევრი წლის განმავლობაში ცხოვრობდა.“
„დღეს აქ ჩემი ცხოვრების ორ მთავარ ადამიანთან ერთად მოვედი: ნიცა, რომელიც მუდამ ჩემთანაა და ყველა მნიშვნელოვან მომენტს ჩემთან ერთად იზიარებდა და ჩვენი დამიანე, რომელიც დღეს სტადიონზე პირველადაა. როცა წლები გავა და გაიზრდება, მინდა, ეს ვიდეო ნახოს და ამით იამაყოს.“
ქართველმა ფეხბურთელმა მადლობა გადაუხადა კლუბს, პერსონალსა და ადგილობრივ გულშემატკივრებს.
წასვლამდე კვარაცხელიამ ქალაქის ცნობილი ადგილიც მოინახულა, სადაც ფეხბურთის არგენტინელი ლეგენდის, დიეგო მარადონას დიდი მურალია გაკეთებული.
სიახლეები
- “კვლევების გარეშეც რომ შევხედოთ გახარია -„ლელოს“ ტანდემმა ვერ შეძლო კომისიებში 1600 წევრის მოძიება” - შალვა პაპუაშვილი GORBI-ს კვლევაზე
- “ჩარლი კირკის მკვლელობა არის შემზარავი, დასაგმობი ფაქტი, აქედან ჩანს, საით მიაქანებენ ფსევდოლიბერალები თანამედროვე სამყაროს და „ნაცი” აქტივისტების სიცილი ამ მკვლელობაზე აჩვენებს, რომ „ნაცი” არის მკვლელი და „ნაცი” არის ბნელი” - ირაკლი კობახიძე
- ვარენიკი კარტოფილითა და ყველით
- ილონ მასკი კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მიმართ სროლაზე აცხადებს, რომ “დემოკრატები არიან სიკვდილის პარტია”
- “ყველასთვის მოსალოდნელი იყო, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი გაიზრდებოდა” – ნინო წილოსანი