ამსტერდამში ფეხბურთის ისრაელელ გულშემატკივრებს თავს დაესხნენ
ისრაელის ფეხბურთის გუნდის გულშემატკივრებს ამსტერდამში თავს დაესხნენ, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას CNN-ი ისრაელის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, თელ-ავივის „მაკაბის“ საფეხბურთო გუნდის ასობით გულშემატკივარს თავს მაშინ დაესხსნენ, როდესაც ისინი ნიდერლანდის „აიაქსის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ სტადიონს ტოვებდნენ.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გედეონ საარმა განაცხადა, რომ დაშავდა 10 მოქალაქე და მან ამსტერდამში მყოფ ისრაელელებს სასტუმროებში დარჩენა ურჩია. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის დაახლოებით 30 ადამიანია დაკავებული. უწყებას არ დაუკონკრეტებია როდის მოხდა დაკავება, ან ვინ დააკავეს. ამასთან, ისრაელის მთავრობაში აცხადებენ, რომ დაზარალებული მოქალაქეების ევაკუაციისთვის ნიდერლანდებში ორ თვითმფრინავს აგზავნიან. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ გასცა განკარგულება, დაუყოვნებლივ გაიგზავნოს ორი სამაშველო თვითმფრინავი ისრაელის მოქალაქეების დასახმარებლად. მან ნიდერლანდების ხელისუფლებას მოუწოდა, მტკიცედ და სწრაფად იმოქმედონ არეულობის წინააღმდეგ და უზრუნველყონ ისრაელის მოქალაქეების მშვიდობა.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო