სუპერლიგის მოქმედმა ჩემპიონმა - "ქუთაისი 2010-მა" დღეს მორიგი მატჩი ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა
სუპერლიგის მოქმედმა ჩემპიონმა - "ქუთაისი 2010-მა" დღეს მორიგი მატჩი ჩაატარა FIBA Europe Cup-ის ფარგლებში და პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ბულგარეთის "ბალკანთან" ანგარიში 78-86 ქუთაისური გუნდის წარმატებით დასრულდა!
კოტე ტუღუშის გუნდმა დაძაბული და საინტერესო თამაში შემოგვთავაზა, გადამწყვეტი კი ბოლო მეოთხედი აღმოჩნდა, რამაც საბოლოო წარმატება მოუტანა "ქუთაისი 2010-ს".
მორიგ თამაშს "ქუთაისი 2010" საქართველოში, ქუთაისის სპორტის სასახლეში - 26 ოქტომებრს, "რაშის" წინააღმდეგ გამართავს.
30 ოქტომბერს კი Fiba europe cup-ის მორიგი თამაში, თბილისში - სლოვაკურ „პრევიძასთან“ გაიმართება.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"