ქუთათური კლუბები წარმატებული სტარტის გაგრძელების მოლოდინში
კვირას, 6 ოქტომბერს, 17:00 საათზე, „აია არენაზე“ გაიმართება დიდი-10-ის მე-4 ტურის თამაში. მოქმედი ჩემპიონი „აია“ მასპინძლობს რუსთავის „ხარებს“, რომელიც სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა.
მეორე ადგილზე მყოფი „არესი“ სტუმრად შეხვდება თბილისის „არმიას“. არმიელები ჩამორჩებიან მხოლოდ ქუთათურ კლუბებს.
წარმატებული სტარტი აქვთ ქუთათურ კლუბებს და მათი მიზანია მოწინავე პოზიციების შენარჩუნება. მე-3 ტურის შემდეგ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი და მოქმედი ჩემპიონი ცხრილის სათავეშია. „აია“-მ საკუთარ კედლებში ბონუსით დაამარცხა დებიუტანტი ასპინძის „ტაო“ 36:10, სტრუმრად კი შესძლო თბილისის „არმიის“ და „ყაზბეგის“ წინააღმდეგობის გადალახვა.
„არესმა“ საოცარ შეხვედრაში შინ დაამარცხა ბონუსით თბილისის „ხვამლი“ 62:35. შეხვედრის მე-10 წუთზე ანგარიში იყო 0:21 თბილისელების სასარგებლოდ, მაგრამ მებრძოლი სულით ცნობილი ქუთაისური კლუბი გამოფხიზლდა და მალევე შემოატრიალა შეხვედრა. პირველ ტურში დაძაბულ შეხვედრაში „არესმა“ სრუმრად დაამარცხა „ხარები“, მაგრამ ორი კვირის უკან დასანანი მარცხი იწვია სტუმრად ბათუმის „ბათუმთან“ 15:19.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"