ქუთაისის თასის გათამაშება მინი ფეხბურთში დასრულდა
დასრულდა ქუთაისის თასის გათამაშება მინი ფეხბურთში, რომელიც ქუთაისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
შეჯიბრი 3 დღის განმავლობაში მიმდინარებდა. მასში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ქალთა 6 და მამაკაცთა 8 გუნდი ჩაერთო.
ტურნირი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის “სპორტული ინიციატივების პროგრამის” ფარგლებში გამარჯვებული პროექტია. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს ფულადი ჯილდო, თასები და მედლები გადაეცათ.
დაჯილდოების ცერემონიას ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია ბასილაძე დაესწრნენ.
საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:
ქალთა გუნდები: I - ლი ადგილი - ქუთაისის ,,ტორპედო"; II ადგილი - ხონის ,,იმერეთი"; III ადგილი - ქუთაისის ,,მართვე" .
მამაკაცთა გუნდები: I - ლი ადგილი ქუთაისის ,,არესი“; II ადგილი - ქუთაისის ,,ჭავჭავაძე"; III ადგილი - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი