ქუთაისის “აია არენაზე” 7-კაცა რაგბიში 15-წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება
ქუთაისის “აია არენაზე”, 9 ივნისს, 7-კაცა რაგბიში 15-წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება.
ჩემპიონატი 11:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება.
საქართველოს 15-წლამდელთა ჩემპიონატში 16 საუკეთესო და გამორჩეული კლუბი მონაწილეობს, რომელიც 4 ჯგუფშია განაწილებული.
7-კაცა რაგბი ოლიმპიური სახეობაა, რომელიც რაგბის განუყოფელი ნაწილია.
7-კაცა რაგბის სტანდარტულ სარაგბო მოედანზე, თითქმის იდენტური წესებით თამაშობენ. მთავარი განსხვავება მოთამაშეთა რაოდენობასა და მატჩის ხანგრძლივობაშია. გუნდი 4 მცველისა და 3 თავდამსხმელისგან შედგება,.
2000 წელს საქართველოს 7-კაცა ნაკრები პირველად გავიდა მსოფლიო თასზე და 24 გუნდს შორის დაიკავა მე-10 ადგილი.
2016 წლიდან 7-კაცა რაგბი ოლიმპიური სახეობა გახდა.
სიახლეები
- "ვეთანხმებით პრეზიდენტ ტრამპს, რომ რუსეთის „დიდი რვიანის“ ფორმატიდან გარიცხვა შეცდომა იყო“ - დიმიტრი პესკოვი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 ივნისისთვის
- "მნიშვნელოვანია, ყველა სახელმწიფო ჩაუფიქრდეს, რა გააკეთოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის, ჩვენ შევძელით მშვიდობის შენარჩუნება" - შალვა პაპუაშვილი
- სანტექ.სერვისის ახალი ფილიალი ზუგდიდში
- 15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი