იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე თანამდებობას ტოვებს
იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ცუნეკადზუ ტაკედა თანამდებობას სკანდალის ფონზე ტოვებს.
Deutsche Welle-ს ცნობით, მას კორუფციაში ადანაშაულებენ. გამოძიების შეფასებით, ცუნეკადზუ ტაკედას დანაშაულებრივმა ქმედების გამო, იაპონია ოლიმპიადა 2020-ის ჩატარების უფლება მიიღო.
იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ცუნეკადზუ ტაკედა თანამდებობას სკანდალის ფონზე ტოვებს.
Deutsche Welle-ს ცნობით, მას კორუფციაში ადანაშაულებენ. გამოძიების შეფასებით, ცუნეკადზუ ტაკედას დანაშაულებრივმა ქმედების გამო, იაპონია ოლიმპიადა 2020-ის ჩატარების უფლება მიიღო.
ცუნეკადზუ ტაკედამ განაცხადა, რომ თანამდებობას ივნისში დატოვებს, როცა უფლემოსილება შეუჩერდება. ის კორუფციაში ბრალდებას უარყოფს:
„მე მინდა ოლიმპიური კომიტეტის მართვა გადავცე ახალ თაობას, რომელიც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებამდე მიიყვანს“ - განაცხადა ცუნეკადზუ ტაკედამ.
იაპონია 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე 20 მილიარდ დოლარს დახარჯავს.
ცუნეკადზუ ტაკედამ აღიარა, რომ სინგაპურულ საკონსულტაციო კომპანია Black Tidings -ს 2 მილიარდი დოლარი გადაუხადა. საფრანგეთის პოლიციამ დაადგინა ამ კომპანიის კავშირი სენეგალელ ლამინ დიაკთან, რომელიც 2015 წელს კორუფციაში და ფულის გათეთრევაში დაადანაშაულეს.
ლამინ დიაკს ჰქონდა გავლენები აფრიკის ოლიმპიური კომიტეტის წევრებზე, რომლრბმაც 2020 წელს ოლიმპიადის ჩატარებაზე ხმა იაპონიას მისცა.
ცუნეკადზუ ტაკედა აცხადებს, რომ ის არ მონაწილეობდა ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და სინგაპურულ კომპანიასთან მოქმედებდა ჩვეულებრივი კომერციული კონტრაქტი, რომელსაც იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის სხვა წევრებიც უჭერდნენ მხარს.
კორუფციის სკანდალით ტოკიოს როგორც ოლიმპიადის მასპინძელ ქვეყანას ჩრდილი მიადგა, თუმცა კორუფციული სკანდალი ოლიმპიური თამაშებისთვის უცხო არ არის. 2016 წელს რიო დე ჟანეროში, (რომელიც ოლიმპიურ თამაშების მასპინძელი ქვეყანა იყო,) თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი კარლოს ნუზმანიდააპატიმრეს.
imedinews.ge
სიახლეები
- კარტოფილის ღვეზელი
- “ზურა გირჩის პარტიის წევრმა ხომ აღიარა, რომ დიახ, ჩვენ რევოლუციას ვამზადებთო? – რასაც ჩვენ ვამბობდით და რასაც უარყოფდნენ ეს მავნებლები” – ირაკლი ზარქუა
- ისრაელის არმიის ცნობით, თეირანში ცენტრიფუგების ქარხანა დაბომბეს
- “ოპოზიციონერების მხრიდან გირაოს გადაუხდელობაზე: ეს იმისთვის გააკეთეს, რომ შემდეგ ქალბატონი რაისა გამოვიდეს და თავისი რუსული აქცენტით თქვას, საქართველოში ოპოზიციის პოლიტიკურ ლიდერებს იჭერენო” - ზარქუა
- “ჩორჩანაში რაც მოხდა, ეს იყო იმის მინი მოდელი, რაც მანამდე მოხდა 2008 წელს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი, გიორგი გახარიამ საერთოდ არავინ არ ჩააყენა საქმის კურსში” - ირაკლი კობახიძე