საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონია
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთის ქალაქ ბადახოსში რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში პორტუგალიის ნაკრები 38:11 დაამარცხა და ტიტული მეთხუთმეტედ მოიპოვა.
ფინალში გამარჯვება „ბორჯღალოსნებისთვის“ ამ ტურნირზე მოგებული მე-100 მატჩი იყო, ქართველმა მორაგბეებმა წაუგებელი სერია 29 მატჩამდე გაზარდეს, რაც ახალი რეკორდია.
შეხვედრა გუნდებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს, პირველი ლელო პორტუგალიელებმა დადეს, თუმცა საქართველოს ნაკრებმა მალევე მოახერხა თამაშის დალაგება და 10-წუთიან მონაკვეთში ორი ლელო დადო – აკაკი ტაბუცაძემ დუბლი შეასრულა, ნაკრებში 27 ლელო დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ მამუკა გორგოძეს გაუთანაბრდა.
პირველი ტაიმი „ბორჯღალოსნებმა“ 12:11 მოიგეს.
მეორე ტაიმი ქართველმა მორაგბეებმა სწრაფი ლელოთი დაიწყეს და 17:11 დაწინაურდნენ. პორტუგალიელებმა თამაშის გადარჩენა სცადეს და მათი შეტევები უფრო მწვავე გახდა, მაგრამ საქართველოს ნაკრები თავს კარგად იცავდა.
საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს ექვსი ლელო დაუდო, ეს მძიმე, დაძაბული შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა და, ტიტულის მოგების გარდა, მსოფლიო რაგბის განახლებულ რეიტინგში მე-11 პოზიციაზე გადაინაცვლებს.
საქართველოსა და პორტუგალიის მატჩამდე ბადახოსში რაგბი ევროპის ჩემპიონატის „ბრინჯაოს ფინალი“ გაიმართა, რომელშიც რუმინეთის ნაკრებმა ესპანეთი 31:25 დაამარცხა და მესამე ადგილზე გავიდა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი