ლაშა ბექაურმა ტოკიოს გრანდ-სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ტოკიოს გრანდ-სლემზე ლაშა ბექაურმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. -90კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში იაპონელ მაშუ ბეიკერს შიდოების ხარჯზე აჯობა.
მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა თავდაპირველად სამხრეთ კორეელი დონჰან გვაკი ვაზარით დაამარცხა. ბექაურმა მეოთხედფინალში იაპონელ შოიჩირო მუკაისაც სძლია, თუმცა, ნახევარფინალში კოსუკე მაშიიამასთან შიდოებით დამარცხდა.
ტოკიოში ძიუდოს გრანდ სლემზე 5 ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობდა, თუმცა, ფინალურ ბლოკში მხოლოდ ლაშა ბექაური გამოვიდა.
57კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი პირველივე წრეში იაპონელ ცუკასა იოშიდასთან დამარცხდა. ამავე წონით კატეგორიაში ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა ნინო ლოლაძეც, რომელიც მეორე წრეში გერმანელ პაულინ შტარკესთან წააგო.
63კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ეთერ ასკილაშვილმა პირველი ეტაპის გავლა შეძლო, მაგრამ მეორე წრეში პოლონელმა ანჟელიკა შიმანსკამ აჯობა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი