"ჩვენმა მცველმა რთული მეტოქის წინააღმდეგ კარგად ითამაშა"- „აიაქსის“ მწვრთნელი კვარაცხელიაზე
„აიაქსის“ მწვრთნელმა ალფრედ შრედერმა „ნაპოლისთან“ 2:4 წაგების შემდეგ უცნაური განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, ამსტერდამელმა მოთამაშეებმა თამაში კარგად ჩაატარეს, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, თავისმა მცველმა კარგად ითამაშა.
„ვფიქრობ, ჩვენ ბევრად უკეთესები ვიყავით დაცვაში, ვიდრე პირველ შეხვედრაში და საერთოდ, ვფიქრობ, კარგი თამაში ჩავატარეთ. შეიძლება ეს სიგიჟედ მოგეჩვენოთ, როცა 2:4 ანგარიშით მარცხდები, მაგრამ ჩვენი მეტოქე ნამდვილად კარგი გუნდი იყო. ეს უნდა გაითვალისწინოთ. ის სიჩქარე, ენერგია, ტემპი, რომლითაც „ნაპოლი“ თამაშობს, უბრალოდ ძალიან მაღალია. თქვენ ხედავთ, რომ მათ ის თვისებები გააჩნიათ, რომ ამ დონეზე შეცდომებისთვის ნებისმიერ მეტოქეს სჯიან. მაგრამ მე ვნახე გუნდი, რომელიც ბოლო წუთამდე იბრძოდა. სამწუხაროდ, იტალიელები უფრო ეფექტურები იყვნენ“, – თქვა შრედერმა.
„აიაქსის“ მწვრთნელმა ასევე შეაქო მცველები, მათ შორის მარჯვენა ფლანგზე მყოფი მექსიკელი ხორხე სანჩესის.
„ვფიქრობ, ხორხემ კარგად ითამაშა. თქვენ ხედავთ, რომ მას აქვს მენტალიტეტი, რომელიც ჩვენ გვჭირდება. ვფიქრობ, რომ მან კარგად ითამაშა ძალიან რთული მეტოქის წინააღმდეგ“.
„შრედერმა რთულ მეტოქეში იგულისხმა ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც პენალტიდან ანგარიში 3:1 გახადა. ის „ნაპოლის“ ქართველი აღმოჩენაა“, – წერს „Algemeen Dagblad“.
ნიდერლანდურმა ყოველდღიურმა გამოცემამ ამით მიანიშნა, რომ შრიოდერის კომენტარი არადექვატურად ჩანდა. ფაქტია, რომ კვარაცხელია „ნაპოლი“-„აიაქსის“ მატჩის საუკეთესო მოთაამშედ უეფამ დაასახელა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი