რუსი მოციგურავეებისთვის ოქროს მედლების გადაცემა კამილა ვალევას დადებითი დოპინგ-ტესტის გამო გადაიდო
როგორც გამოცემა Inside the Games იტყობინება, 15 წლის კამილა ვალიევამ დოპინგ ტესტი ვერ გაიარა. ვალიევამ ოლიმპიადის ისტორიაში ქალ სპორტსმენებს შორის პირველმა შეასრულა ოთხმაგი ბრუნი.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ამ დრომდე არ აკონკრეტებს რა შინაარსის „იურიდიულმა პრობლემამ“ შეაფერხა მედლების გადაცემის ცერემონიალი.
ფიგურული სრიალის გუნდურ შეჯიბრებაში პირველ ადგილზე რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი გავიდა, მეორეზე აშშ, მესამე ადგილი კი იაპონიამ დაიკავა. საქართველოს ნაკრები, რომელიც ამ შეჯიბრში პირველად მონაწილეობდა, მეექვსე ადგილზე გავიდა.
2018 წლის დოპინგ-სკანდალის შემდეგ, რუსეთს, როგორც ქვეყანას, არ აქვს უფლება ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღოს. რუსი ათლეტები ოფიციალურად რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს (ROC) წარმოადგენენ და არა ქვეყანას.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"