საფინასა და ბერულავას წყვილი სპორტულ ცეკვებში მეექვსეა - პეკინის ოლიმპიადა
პეკინის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში დასრულდა პირველი საშეჯიბრო დღე. მესამე დისციპლინაში, სპორტულ ცეკვებში იასპარეზეს კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ.
მათ სპორტული ცეკვების მოკლე პროგრამაში 64.79 ქულა მიიღეს და გამოსვლა მეექვსე ადგილზე დაასრულეს.
4 თებერვალს ჩატარდა შეჯიბრებები სამ დისციპლინაში – კაცებში (მორის ყვითელაშვილი), რითმულ ცეკვებში (მარია კაზაკოვა, გიორგი რევია) და სპორტულ ცეკვებში (კარინა საფინა, ლუკა ბერულავა). მათი გამოსვლების შემდეგ საქართველოს ნაკრები მეშვიდე ადგილზეა. პირველია აშშ, მეორე ROC-ი, მესამე – ჩინეთი.
მეოთხე დისციპლინა, ქალთა ინდივიდუალური ციგურაობა 6 თებერვალს გაიმართება. საქართველოს სახელს ანასტასია გუბანოვა დაიცავს.

სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი