პრემიერ-მინისტრმა ქუთაისის ოლიმპიური სტანდარტის აუზის მშენებლობა გახსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორ შეინ როზენტალთან ერთად, ქუთაისის ოლიმპიური სტანდარტის აუზის მშენებლობა გახსნა, რა დროსაც საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადეს.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან, ქუთაისს სულ მალე, ერთ წელიწადში ექნება თანამედროვე სტანდარტების ოლიმპიური აუზი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქუთაისისთვის და განსაკუთრებით, ჩვენი სპორტსმენებისთვის. მე ვიცი, რომ ქუთაისს აქვს ძალიან დიდი ტრადიცია, ქუთაისმა ძალიან ბევრი სახელოვანი სპორტსმენი, წყალბურთელი აჩუქა ჩვენს ქვყანას, ამიტომ, ქუთაისი იმსახურებდა ასეთი დონის აუზს. მინდა მადლობა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკს და მის წარმომადგენელს საქართვლოში, რომელიც აქტიურად გვეხმარება ჩვენ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში. გარდა ქუთაისისა, ჩვენ ასეთი დონის აუზს ავაშენებთ ასევე ზუგდიდში, ახალციხეში და რუსთავში. მე მჯერა, რომ სულ მალე ძალიან ბევრი სახელოვანი სპორტსმენი გაიზრდება აქ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, აუზი სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს - პროექტის მიხედვით, ოლიმპიური სტანდარტის აუზი 50 მ სიგრძისა და 25 მ სიგანის იქნება. სპორტკომპლექსში სპორტსმენები ფიზიკური მდგომარეობის აღდგენისა და ტრავმების სარეაბილიტაციო სპეციალური მომსახურებითაც ისარგებლებენ.
ქუთაისის გარდა, თანამედროვე სტანდარტების სპორტკომპლექსების მშენებლობა პარალელურად კიდევ სამ ქალაქში - ახალციხეში, რუსთავსა და ზუგდიდშიც დაიწყება. ოთხივე სპორტკომპლექსის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, ასევე ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები ესწრებოდნენ.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"