28 მარტს საქართველო-ესპანეთის მატჩს გულშემატკივარი დაესწრება
საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, საიდანაც ცხადი გახდა, რომ დიდი ალბათობით, მარტში საქართველოს ნაკრების შეხვედარზე გულშემატკივრებს დაუშვებენ.
„28 მარტს, ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩს, დინამო არენაზე, რეგულაციების დაცვით!” – წერია ღარიბაშვილის განცახდებაში.
ამის თაობაზე დღეს ფეხბურთის ფედერაციაში საგანგებო განცხადებას გააკეთებენ. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მნიშვნელოვანი ამტჩები ელის – შესარჩევ ციკლს შვედებთან 25 მარტს სტოკჰოლმში მატჩით დაიწყებს, 28 მარტს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს, საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, 31 მარტს გუნდი საბერძნეთს სალონიკში ესტუმრება.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანეთის მატჩი „დინამო-არენაზე” 28 მარტს გაიმართება.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"