საქართველოს ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს
საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს, ფრანგი სპეციალისტი - ვილი სანიოლი გაწვრთნის.
ამის შესახებ ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
43 წლის ვილი სანიოლი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 15 თებერვალს დაამტკიცა. ვილი სანიოლის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს შედგება.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი საფეხბურთო კარიერის დროს, საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი (2006) და კონფედერაციის თასის ორგზის გამარჯვებული გახდა (2001, 2003).
ვილი სანიოლმა მიუნხენის ბაიერნის შემადგენლობაში უეფას ჩემპიონთა ლიგა (2001) და გერმანიის ჩემპიონის ტიტული ხუთჯერ (2001, 2003, 2005, 2006, 2008) მოიგო. ფრანგი სპეციალისტი 2011-2013 წლებში საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორის პოსტს იკავებდა. 2013-2014 წლებში საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. ვილი სანიოლმა მწვრთნელის რანგში საკლუბო კარიერა დაიწყო და 2014-16 წლებში ფრანგულ ბორდოს ხელმძღვანელობდა.
ვილი სანიოლის სამწვრთნელო კარიერა
2011-2013 | საფრანგეთის ნაკრები (ტექნიკური დირექტორი)
2013-2014 | საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების (მთავარი მწვრთნელი)
2014-2016 | ბორდო (მთავარი მწვრთნელი)
2017 | მიუნხენის ბაიერნი (მწვრთნელის ასისტენტი)
ვილი სანიოლის საფეხბურთო კარიერა
2000-2008 | საფრანგეთის ნაკრები (58)
- მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი (2006) კონფედერაციის თასის ჩემპიონი (2001, 2003).
1995-1997 | სენტ ეტიენი
1997-2000 | მონაკო
- საფრანგეთის სუპერთასი (1997) საფრანგეთის ჩემპიონი (2000)
2000-2009 | მიუნხენის ბაიერნი
- უეფას ჩემპიონთა ლიგის მფლობელი (2001) საკონტინეტთაშორისო თასის მფლობელი (2001) გერმანიის ბუნდესლიგის ჩემპიონი (2001, 2003, 2005, 2006, 2008) გერმანიის თასის მფლობელი (2003, 2005, 2006, 2008) გერმანიის ლიგის თაასი (2001).
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს