"პოლიცია ივანიშვილის კერძო დაცვის კომპანია გახდა"
„ამას, რასაც ბოლო ერთი წელია ვუყურებთ, პოლიცია არ ჰქვია, ეს ივანიშვილის კერძო დაცვის კომპანია გახდა“, - აცხადებს „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი და გუშინ ცესკოსთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
ოქრუაშვილის განცხადებით, გუშინ გაფრთილება არ ყოფილა წყლის ჭავლი ისე გამოიყენეს.
„პინოჩეტის, ნორიეგას თუ სხვების სადამსჯელო რაზმებსაც პოლიცია ერქვა სხვა კი არაფერი. ამას, რასაც ბოლო ერთი წელია ვუყურებთ, პოლიცია არ ჰქვია. ეს ივანიშვილის კერძო დაცვის კომპანია გახდა. ივანიშვილთან "ზედმეტი" თუ "ფსევდო" კანონმორჩილური რიტორიკით და ქცევით ვერაფერს გავხდებით სანამ ადეკვატურად არ შევხედავთ ამ ყველაფერს.
მოქმედებაა საჭირო და არა სისულელეები - გაფრთხილება არ ყოფილა წყალი ისე გამოიყენეს და ა.შ. 20 ივნისს რაღაც ხომ უნდა ესწავლებინა?“ - წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"