"მცირე დოზით ნაყლაპი გვაქვს ეს ლამაზ-ლამაზი ვირუსიკოები" - ნათია ფანჯიკიძე
ფსიქოლოგი და სარეაბილიტაციო ცენტრ "კამარას" დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის გავრცელების საკითხს ეხმაურება.
მისი თქმით, მეცნიერების ვარაუდია, რომ კორონავირუსი დასუსტა, ვინაიდან მეტ-ნაკლებად ყველამ შეიძინა ჯოგური იმუნიტეტი.
"სადამდეც მათემატიკის ცოდნა გაგწვდეს, იქმადე ნუ შეგეშინდება პანდემიისო, - ძველი რაჭული ანდაზა ამბობს. თუმცა, საიმედო ამბავი ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდია, რომ კორონა დასუსტდა, რადგან ჯოგური იმუნიტეტი მეტ-ნაკლებად შევიძინეთ - პირბადე ასი პროცენტით ვერ აკავებს ვირუსის ვერც გადმოფრქვევას და ვერც მიღებას, მხოლოდ მაქსიმალურად ამცირებს გაცემა-მიღებისას რაოდენობას და სწორედ ამიტომ, ჩვენს დიდ ნაწილს მცირე დოზით ნაყლაპი გვაქვს ეს ლამაზ-ლამაზი ვირუსიკოები, რამაც იმუნიტეტი გაგვიჩინა ბევრსო. დილის ყავა ვერ დავლიე თქვენთან ერთად, ნამეტანი დღეგრძელი ვარ დღეს საქმეების მხრივ და ქვევით რომ ზღვა სიკეთე დამხვდა, უკოცნელად არ დავტოვებ, აჩქარებით კოცნას რა ფასი აქვს, მშვიდად დავბრუნდები საკოცნაოში. ა'ლ ბი ბექ უსაყვარლესებო" - წერს ფანჯიკიძე.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა