"მახველებს სპაზმურად და ხანდახან ისე დიდხანს, რომ პულტს ვაჭერ, რომ შემოვიდნენ და დამეხმარონ" - ვიკა ბუკია
ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ჟურნალისტი ვიკა ბუკია, სოციალურ ქსელში მკურნალობის მიმდინარეობის შესახებ პოსტს ავრცელებს.
"6ჯერ რომ გამოხვრიტეს გუშინ ვენა დავიწყე ტირილი. უბრალოდ ძალიან მეტკინა. ჩემმა ვენებმა უარი თქვეს კათეტერზე. ვტიროდი და ღაპა-ღუპით მცვიოდა ცრემლები. ვტიროდი ბავშვებზე, რომელნიც აქ არ არიან, მაგრამ რომ ყოფილიყვნენ არ ვიცი ამდენს როგორ აიტანდნენ. მერე ექთნები იწყებენ ფუსფუსს. მიხსნიან, რომ ბავშვებს ადვილად გადააქვთ და “ჩიტებივით” არიან ხოლმე. და იწყება ჩემი დამშვიდების ლექციები ეგრევე. მართლა დათუნიები ეგენი. “ვიკა, სულ ცოტაც, აბა ახლა ნერვებს არ აყვე, ჩემო კარგო, გენაცვალე, პატარა”. მეფერებიან და მე კიდევ უფრო ვუმატებ ბღავილს. და მერე ერთვება ლევანიც. “ლოგინში ძლივს ეტევა და პატარაო” - ბურტყუნებს. და ამას ისე ამბობს, შეუძლებელია არ აგიტყდეს სიცილი. ვიცინით ყველა.
დღეს უკეთესად ვართ. ლევანს საერთოდ არაფერი ეტყობა. დადის პალატაში, ენერგიაზეა. სიცხე არ გვქონია. და სულ გვშია. უბრალოდ სასაცილოა. ეტყობა გადასხმის გამო ხდება. აქედან გამოვგორდებით, ვატყობ.
მე საღამოობით, როცა ლოგინიდან ვდგები გულისრევის შეგრძნება მომაწვება და ოფლი. ჰაერის უკმარისობა. ეგრევე შემორბიან და მეხმარებიან. მაინც უკეთ ვარ, მე8 დღე რომ მახსენდება. არც შევადარებ იმ დღეს არაფერს. მაგრამ ვგრძნობ, რომ რაღაც ხდება ფილტვებში. თითქოს რაღაც ცარიელი ნაპრალია, რომელშიც ჰაერი უსიამოვნოდ ტრიალებს. მთქნარებაც არ მსიამოვნებს. პირი მაქვს სულ დამუწული. არ მინდა ჰაერი შევიდეს იმ “სიცარიელეში”. ვსუნთქავ მხოლოდ ცხვირით, რომელშიც სულ ჟანგბადის მილია. პირით სუნთქვა არ მსიამოვნებს, თითქოს იქ ცარიელ ადგილში “ორპირი” ჩნდება. ძაან არასასიამოვნოა. მახველებს სპაზმურად და ხანდახან ისე დიდხანს, რომ პულტს ვაჭერ, რომ შემოვიდნენ და დამეხმარონ. სიცხე არ მაქვს. ძალიან მიხარია, ალბათ მოქმედებს ჩვენი ანტიბიოტიკები.
მიყვარხართ ძალიან და დააფასეთ ყოველდღიური სისულელეები." , -წერს ვიკა ბუკია Facebook-ზე
სიახლეები
- “დღეიდან წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების წესები ამოქმედდა - 4 ოქტომბერს გაიხსნება 3051 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 767 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება” - ცესკო
- “საქართველოს ხედვა ნათელია, არ ვცდილობთ მხოლოდ ჰაბი გავხდეთ, ჩვენი მიზანია ვიყოთ მრავალფუნქციური, მრავალმიმართულებიანი ჰაბი კონტინენტების, ბაზრების, ერებისა და იდეების დამაკავშირებელი” - ირაკლი კობახიძე
- “ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სიცრუეა ხაზარაძის და მისი თანაპარტიელების განცხადება, თითქოს მათ აღმოაჩინეს „ტექნიკური გაუგებრობა“ და თავადვე მოახდინეს ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების ანგარიშსწორება” - შემოსავლების სამსახური
- “ენერგომატარებლების გაიაფება ომს შეაჩერებს” - ტრამპი
- ძველი აეროდრომი ახალი მიზნებისთვის – აშშ წყნარ ოკეანეში პოზიციებს აძლიერებს