"თუ ასე გაგრძელდება ფილტვების შემოწმება მოგვიწევს" - თეონა ცხომელიძე
ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი და წამყვანი, თეონა ცხომელიძე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს.
,,#კოვიდდადებითი დღე 6
ძალიან ფრთხილად ვსუნთქავ, ოდნავ ზედმეტად თუ მომივიდა ხველა მეწყება. ვერ ვიტყვი რომ სუნთქვა გამიძნელდა, უბრალოდ სხვა ყველა თუ გაუცნობიერებლად სუნთქავს, მე ყოველ ჯერზე მახსენდება რომ სხეული ამას აკეთებს, წამში ერთხელ, თუ რამდენჯერაცაა. სიცხე მაქვს ყოველ საღამოს და ღამე, მიმაგდო. თუ ასე გაგრძელდება ფილტვების შემოწმება მოგვიწევს.
ნინოს ვეუბნები, რომ ჩემი რეცეპტორია- კი ვჭამ, მაგრამ გემრიელია, მჟავე თუ ტკბილი ჩემი კოვიდ-მეზობელი მეუბნება. გუშინ Sopho-მ გველთევზით მომზადებული კერძი გამომიგზავნა, სულ ძალით გავასინჯე მეთქი მითხარი როგორია - გველებს ნუ მაჭმებო - გვქონდა ერთი ხორხოცი. გასინჯა ჩემი ხათრით, მაგრამ ვაი მაგ გასინჯვას. არ მოეწონა - მე კი არ მითხრა, თავის ვასასა შვილს ჩურხულით მოახსენა ვიდეიზარისას, გუშინ არ შევიმჩნიე, ჰო და - გავიგე, ნინო
ექსპერიმენტი ჩავატარე: ვაშლი და მსხალი დავჭერი და თვალდახუჭულმა ვჭამე, მეთქი აბა თუ გავარჩევ, გავარჩიე - მსხალი უფრო რბილი იყო, გემო იდენტური 100%.
მედდა ლალი ახლა უფრო დიდ დისტანციაზე დარბის, გუშინ ერთი მთლიანი განყოფილება დაგვემატა. გახსნეს ორ ფრთიანი კარი და ალბათ 20 მეტრიანი დერეფანი, თავისი პალატებით შემოემატა ჩვენს ტერიტორიას. უკვე 25 ვართ, მძიმე ისევ ერთია, ისევ იმას გულვშემატკივრობთ ყველა და კიდევ პატარას, მეზობელი პალატიდან. წლის არაა, კარგია, როცა გაიზრდება ეს ამბები არ ემახსოვრება.
არის მომენტები როცა ძალიან გიჭირს ემოციურად. გონება უარს ამბობს რეალობის მიღებაზე და ეჭიდავები. ვხედავ როგორ ვეხუტები ბავშვებს, მერე წყდება სცენა და ასე მუდმივად... დაღამება განსაკუთრებით აუტანელია, ყველა თავის სახლში მიდის ამ დროს და შენ 4 კვადრატში უნდა ამოიხრჩო ისევ.
'რეზო და ბავშვების' რეზომ 4 ახალი ტრეკი გამომიგზავნა, ინჰალაციისას ვუსმენ ხოლმე ყურსასმენებში, წამლების შესუნთქვისას მარტო მე ვღიღინებ ალბათ. ყველა თავისი მიმართულებით რომ ცდილობს დაგეხმაროს, გულისამაჩუყებელია ძალიან და აქ როგორც აქამდეც გითხარით განსაკუთრებით ემოციური ხარ ადამიანი. გუშინ სადღაც ფოიერვერკი იყო და ვიტირე", - წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა