,,შემიშვით ჩემს დაუძლურებულ ძმასთან" - თორნიკე მამალაძე
ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და პატიმრობაში მყოფი ძმის დაუყოვნებლივ ნახვას ითხოვს.
,,როგორც ჩანს მართლა ჩამოიშალა ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო სისტემა. პანდემიასთან დაკავშირებულ რეგულაციებს არა მთავრობა, არამედ უკვე კონკრეტული დაწესებულებები აწესებენ: დღეს ჩანიშნული იყო პაემანი ჩემს ძმასთან ციხეში. ოპერატორი მეკითხება, როდის დავბრუნდი აჭარიდან. მე ვუპასუხე, ბოლოს ქობულეთში რომ ვიყავი 20 დღეა გასული. ოპერატორმა დაურეკა დაწესებულების დირექტორს, რომელმაც უთხრა არ შეუშვათო. მე ვუთხარი, ორი კარანტინის პერიოდი გავიდა მას შემდეგ რაც აჭარიდან დავბრუნდი და არანაირი საფუძველი არ არსებობს ჩემი არშეშვების -მეთქი. ოპერატორი კიდევ ერთხელ დაუკავშირდა ხელმძღვანელს და გადასცა ჩემი ნათქვამი, რომ ვინაიდან 12 დღეზე მეტია გასული უკვე მაქვს შესვლის უფლება, ამას ითვალისწინებს მთავრობის დადგენილება. მოკლედ, ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ არ შემიშვეს. მივმართავ იუსტიციის მინისტრს: მოვითხოვ აღასრულოთ ჩემთვის კანონით მონიჭებული უფლება და შემიშვათ ჩემს დაუძლურებულ ძმასთან, რომლისთვისაც ერთადერთი შვება თვეში ერთხელ მაინც ოჯახის წევრების ნახვაა. ნუ არღვევთ კანონს!", - წერს თორნიკე მამალაძე.
სიახლეები
- ადვოკატის ვარაუდით, ნინო დათაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის შესაბამის დაწესებულებაში სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ გადაიყვანენ
- “კომისიის დასკვნა მნიშვნელოვანია იმით, რომ დოკუმენტში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი და ქმედება, რომელსაც სჩადიოდა “ნაცმოძრაობა”, მიხეილ სააკაშვილი და მათთან დაკავშირებული პირები” - თეა წულუკიანი
- ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის ბირთვული წყალქვეშა ნავები რუსეთის მახლობლად იმყოფებიან
- ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვხატავ უდიდესი ქართველი კინორეჟისორის – ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო
- “ელდარ შენგელაიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ ქართული კინოსთვის, არამედ, მთელი ქვეყნისთვის” - ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები