"მაინტერესებს, მშობელმა რა ქნას? როგორ იცხოვროს, იმუშაოს და ეს დაამენეჯმენტოს? " - თიკა ფაცაცია
მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში ონლაინსწავლასთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს.
მომღერლის თქმით, ის სამი შვილის დედაა და უჭირს გამოსავლის მოძებნა მაშინ, როცა სამივე მათგანი სწავლობს და თითოეულს საკუთარი სივრცე და ტექნიკა სჭირდება.
„სამი შვილი მყავს, პირველკლასელი, მეოთხეკლასელი და სტუდენტი. სამივეს ონლაინ უწევს სწავლა… რამდენი კომპიუტერი, რამდენი ოთახი და რამდენი ასისტენტი სჭირდება მათ? ერთმანეთსაც ვერ დაეხმარებიან, ხომ? ყველას თავისი გაკვეთილი აქვს….. როგორ უნდა შეძლონ სრულფასოვანი სწავლა, ყველა ლინკის ჩართვა და დასწრება (თან სკოლა ითხოვს მზადყოფნას, რომ არ შეჩერდეს პროცესი რომელიმე მოსწავლის გამო) და შემდეგ მეცადინეობა????? მაინტერესებს, მშობელმა რა ქნას? როგორ იცხოვროს, იმუშაოს (თუ გაუმართლა და სამსახური აქვს) და ეს დაამენეჯმენტოს??? მაინტერესებს, რა პასუხი აქვს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს“- წერს ფაცაცია.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე