"ექსპერტობა ძალიან მარტივია, საქმის კეთებაა რთული" - ნიკოლოზ გამყრელიძე
ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძე, რომელიც რამდენიმე თვის წინ კორონავირუსით დაინფიცირდა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
გამყრელიძე წერს, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად დღეს ჯანდაცვის სისტემა ბევრად უკეთ არის მომზადებული, ვიდრე რამდენიმე თვის წინ.
"ბევრი შეგვიძლია ვიკამათოთ შემზღუდავი ღონისძიებების ადექვატურობის შესახებ დროშიც და სიმკაცრის მიხედვით. ფაქტი ვფიქრობ ერთია:
1. ჯანდაცვის სისტემა დღეს ბევრად უფრო მომზადებული ხვდება პოტენციურ ფართომაშტაბიან გავრცელებას ვიდრე რამოდენიმე თვის წინ იყო და ეს ფაქტი მნიშვნელოვნად ამცირებს სისტემის დაქაოსების და პარალიზების რისკებს.
2. ექსპერტობა ძალიან მარტივია, საქმის კეთებაა რთული:)
3. დავიცვათ წესები და გავუფრთხილდეთ და მხარში დავუდგეთ ერთმანეთს და მოვერევით ამ გამოწვევას.
გაძლება და წარმატება ყველა წინა ხაზზე მდგომებს " - წერს გამყრელიძე.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს