"ვლადიმერ პუტინმა დამირეკა და ზახაროვას უზრდელი ქცევის გამო ბოდიში მომიხადა"
პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში წერს:
"სერბეთის პრეზიდენტი:
"ვლადიმერ პუტინმა მარია ზახაროვას გამო ბოდიში მომიხადა"
წუხელ სერბეთის ტელევიზიით ალექსანდრე ვუჩიჩი გამოსულა და უთქვამს - "ვლადიმერ პუტინმა დამირეკა და მარია ზახაროვას უზრდელი ქცევის გამო ბოდიში მომიხადაო" (რაც, სხვათა შორის, კრემლის პრესსამსახურმაც დაადასტურა).
როგორც ცნობილია, მარია ზახაროვამ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეცწარმომადგენელმა, ამას წინათ, ალექსანდრე ვუჩიჩის დონალდ ტრამპთან შეხვედრის ამსახველი ფოტოსურათის კომენტირებისას, სერბეთის პრეზიდენტის პოზა ეროტიკულ ფილმ "ძირითადი ინსტინქტის" მთავარი გმირის, მსახიობ შერონ სტოუნის ჯდომის პოზას შეადარა (შერონს, რბილად რომ ვთქვათ, ფეხები საკმაოდ სექსუალურად აქვს აწეული.
"ვლადიმერ პუტინს (და სერგეი ლავროვს) ჩემს წინაშე ბოდიში არასდროს მოუხდიათ, მარია ზახაროვას პოსტის გამო კი ორივემ მომიბოდიშა. მე, საერთოდ, ჩემი თავი ზრდილობიანი ადამიანად მიმაჩნია და ამ ფაქტს მათ არც კი შევახსენებდი... ვთვლი, რომ ჩვენს შორის კარგი ურთიერთობაა, მოულოდნელი ინციდენტებისგან კი არავინ დაზღვეული არ არის. როგორც იტყვიან ხოლმე, მე ის უკვე "გავატარე. მე არც პრორუსი ვარ და არც პროამერიკელი, მე პროსერბელი ვარ. ყველას პატივს ვცემ, ვისაც ჩვენი პრობლემები ესმის. მათ შორის ერთ-ერთი ვლადიმერ პუტინიც არის", - ციტირებს "ბი-ბი-სი" ალექსანდრე ვუჩიჩის ნათქვამს. https://www.bbc.com/russian/news-54107387
----------
რაც შეეხება თვითონ მარია ზახაროვას, რომლის მოქმედებამაც ეს გახმაურებული დიპლომატიური ინციდენტი გამოიწვია, ბოლო დღეებში ჩუმად არის. ვფიქრობ, ამ დონის სკანდალს არ აპატიებენ და სადღაც გადაიყვანენ,"- წერს ის.
სიახლეები
- " პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაშია შესაძლებელი"
- "თვითონ ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე, თვითონ ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები" - ცოტნე ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილზე
- "ეს არის შეხსენება ყველასთვის, რომ ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომლებიც ჭეშმარიტად ქართული, ევროპული და ქრისტიანულია"
- "მიზანმიმართული ბრძოლა მიდის ოჯახის წინააღმდეგ" - მეუფე შიო
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვემზადებით შესაძლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნებისთვისაც"