"თაობა ამოწყდა, ახალგზარდა, საინტერესო თაობა" - მამა პეტრე
მამა პეტრე კვარაცხელია (პეტრე კოლხი) სოციალურ ქსელში, ბაუჰაუსის” ბარიდან დაკარგული ახალგაზრდების გიორგი შალამბერიძის და ბაია ბერუაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება.
"ამდენი თვითმკვლეობა დამთრგუნველი და დამაფიქრებელია.
ეტყობა ერთმანეთის მეგობრობას ხელს რაღაც ძალიან დიდი უშლის. ან ბოლომდე გახსნილები არ ვართ, ან უბრალოდ, მიდგომა, ,,რა აზრი აქვს რომ გავიხსნა”?!
თაობა ამოწყდა. ახალგზარდა, საინტერესო თაობა. გამოსავალი ყოველთვის არსებობს. თვითმკვლელობა არასდროს არის არც გამოსავალი, არც პრობლემის მოგვარების უმოკლესი გზა.
ეს რწმენის სინაკლებე, ღმერთთან განშორების და ამის გამო გამოწვეული დეპრესიის ბრალია.
არასდროს გაექცე საკუთარ თავს... არასდროს დამალო შენი ნამდვილი ბუნება. შენი სიცოცხლე მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის. არ გაქვს უფლება, ღმერთის ხელში არსებული სიცოცხლე უღმერთობას გადასცე, " - წერს პეტრე კვარაცხელია (პეტრე კოლხი) Facebook-ზე.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე